Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სერგო გოცირიძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი (ბანი) სერგო ვიქტორის ძე გოცირიძე დაიბადა 1906 წელს, ქ. ქუთაისში. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). პედაგ.: ვ. ქაშაკაშვილი, ბარერო. 1929–1930 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1931 წლიდან გადაიყვანეს მოსკოვის დიდი თეატრში, სადაც მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე; ამავე დროს, მუშაობდა ვოკალის პედაგოგად მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკა-პედაგოგიკის ინსტიტუტში; 1937 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო ლენინგრადის ფილარმონიის დიდ დარბაზში გამართულ ქართული მუსიკის საღამოზე. შეასრულა რამდენიმე არია ზ. ფალიაშვილისა და დ. არაყიშვილის ოპერებიდან სოფია დავიდოვას აკომპანემენტით. მომღერლის ქართული რეპერტუარი: აბიო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გიორგი–მეფე (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი") და სხვ. სხვა რეპერტუარი: რამფისი, სპარაფუჩილე (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო"), ნილაკანტა (დელიბი "ლაკმე"), რუსლანი (გლინკა "რუსლანი და ლიუდმილა"), გრემინი, კოჩუბეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), პიმენი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკი „ქალთევზა“) და სხვ.; 1941-1945 წლებში სერგო გოცირიძე მონაწილეობდა თეატრის საფრონტო ბრიგადების კონცერტებში. ომის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |