შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვასო ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიავასო ნიკოლოზის ძე ნაკაშიძე დაბადებულა 1900 წელს. სწავლობდა ოდესაში კადეტთა კორპუსში. გასაბჭოების პერიოდში, 1917 წელს, წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს ვასო ნაკაშიძე ფრანგებთან ერთად მონაწილეობდა გერმანელების წინააღმდეგ მოძრაობაში, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა. ომის შემდეგ ამერიკაში წავიდა (1944 ან 1945 წელს). პირველ მეუღლესთან, ფრანგ ქალბატონთან ჰყავს ვაჟიშვილი ნიკოლა (1943). მეუღლეს მალე დაშორდა, მაგრამ შვილს ყურადღებას არ აკლებდა და ამერიკაში გადასვლის შემდეგაც პატრონობდა. ნიკოლა ნაკაშიძე საფრანგეთში ცხოვრობს. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1994 წელს "ყოველთა ქართველთა კონგრესზე". ვასოს მეორე მეუღლე იყო ქეთევან (ქეთუსია) რატიშვილი, ერეკლე მეფის (მეორის) ქალიშვილის თეკლა ბატონიშვილის შთამომავალი. მათ ერთმანეთი პორტუგალიის მეფის კარზე მეჯლისის დროს გაიცნეს. ცხოვრობდნენ ნიუ-იორკში. შვილები არ ჰყავდათ. ბიოგრაფიული ცნობები ვასო ნაკაშიძეზე ამოკრებილია ფოტოებზე გაკეთებული წარწერებიდან. საოჯახო ფოტოები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანა მისმა ძმისშვილმა ცოტნე ნაკაშიძემ. მისი თქმით, უფროსი ძმებიდან მხოლოდ ვასო გადაურჩა 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. ერთ-ერთი ფოტო გადაღებულია 1962 წელს, ნიუ-იორკში გამართულ კავკასიურ მეჯლისზე. მასზე ვასო ჩოხაშია გამოწყობილი, ქეთევანსაც ეროვნული სამოსი აცვია. ეს ქართული კაბა ქეთუსიამ 1970 წელს თელავის მუზეუმს აჩუქა და დღეს იქ ინახება. ვასო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წელს, ნიუ-იორკში. წყარო: Iverieli: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/8532 Iverieli: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/8541?locale=ka
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |