შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი პატარაია![]()
ბიოგრაფიაგიორგი (ჟორა) მელიტონის ძე პატარაია დაიბადა 1920 წლის 2 მაისს, სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთის რაიონი). პროფესიული განათლება მიიღო დ. ჯავრიშვილის სკოლა-სტუდიაში; 1936-1938 წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გუნდის მოცეკვავე; 1938-1939 წწ. ცეკვავდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ხალხური ცეკვის ანსამბლში; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1943 წწ. საჯარისო სამსახურში იყო სსრკ შინსახკომის ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში; 1944-1946 წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; ამავე დროს, 1944 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი - ქართული რეპერტუარი: გრ. კილაძე "სინათლე", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"; სხვა რეპერტუარი: მინკუსი "დონ კიხოტი", ჩაიკოვსკი "გედების ტბა", ოპერა "მაზეპა"; 1958 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობის დროს გასტროლებით მოიარა: ინგლისი, დანია, აშშ, ნორვეგია, ფინეთი, იტალია, ირანი, ერაყი, პოლონეთი და სხვ.; 1963 წელს მიიწვიეს სირიაში, სადაც ჩამოაყალიბა ეროვნული ცეკვის ანსამბლი, სირიელი კომპოზიტორის მ. მასრის მუსიკაზე დადგა ბალეტი "დედა და სამშობლო"; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1966 წლიდან დაინიშნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დირექტორად; 1966-1867 წწ. იყო რუსთავის თოჯინების თეატრის დირექტორი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა ერაყში. გიორგი პატარაია გარდაიცვალა თბილისში, 1991 წლის 19 იანვარს. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 388 2. ნადარეიშვილი ლეილა. პატარაია გიორგი (ჟორა) მელიტონის ძე // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.139 3. ბალეტის დაბადება : [ბალეტმაისტერმა გიორგი პატარაიამ საკუთარი სცენარის მიხედვით სირიაში დადგა ბალეტი "დედა და სამშობლო"] // კომუნისტი. - თბილისი, 1965. - 31 იანვარი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |