შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გივი აბესაძე![]()
ბიოგრაფიაგივი მიხეილის ძე აბესაძე დაიბადა 1947 წლის 18 ივლისს, ქ. თბილისში. 1955-1966 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1966 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ზიგფრიდი, პა-დე-ტრუა, ესპანური ცეკვა („გედის ტბა“), ესპადა („დონ-კიხოტი“), ჰანსი („ჟიზელი“), ლაერტი („ჰამლეტი“), აპსირტე („მედეა“), რომეო („რომეო და ჯულიეტა“), სპორტინგ-ლაიფ („პორგი და ბესი“) და სხვ.; 1979 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტზე. დაამთავრა 1984 წელს; 1991 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა პოლონეთის ქ. შჩეცინში, სადაც დადგა ბალეტები : „კარმენ-სუიტა“ და „ბალეტების საღამო“; 1993 წლიდან იყო ქ. ვროცლავის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. ამ თეატრში დადგა ბალეტი „ამაო სიფრთხილე“; 1997 წლიდან მუშაობდა პედაგოგ-რეპეტიტორად და ბალეტმაისტერად ქ. ვროცლავის სკოლა-სტუდიაში. წყარო: ნადარეიშვილი ლეილა. აბესაძე გივი მიხეილის ძე // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.104.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |