შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალა აბესაძე![]()
ბიოგრაფიაალა ოლეგის ასული აბესაძე დაიბადა 1957 წლის, 30 ივლისს, თბილისში. 1967-1975 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1975 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და არაერთი დასამახსოვრებელი მხატვრული სახე შექმნა ბალეტებში: „დონ-კიხოტი“ (ჩელიტა, მბრძანებელი), „გედის ტბა“ (ოდეტა-ოდილია), „ჟიზელი“ (მირტა), „ბაიადერა“ (ნიკია, ჰამზათი), „ლაურენსია“ (ლაურენსია, პასკუალა), „გორდა“ (ირემა), „მედეა“ (კრეუსა), „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა), „ფიროსმანი“ (მარგარიტა), „პორგი და ბესი“ ( სირინა), „ჩაკონა“ (ქალიშვილი), „ამორძალები“ (ტომირანდა) და სხვ.; 1984 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; 1991 წლიდან მუშაობდა კონტრაქტით პოლონეთის ქ. ვროცლავში პედაგოგ-რეპეტიტორად; 1997 წელს გახსნა კერძო საბალეტო სტუდია; 2003 წელს საბალეტო სკოლების კონკურს-დათვალიერებაზე ქალაქ გდანსკში დაჯილდოვდა „საუკეთესო პედაგოგის დიპლომით“. წყარო: ნადარეიშვილი ლეილა. აბესაძე ალა ოლეგის ასული // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.103.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |