The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელია
Date of birth:20 October, 1978  (46 years)
Category:Dancer

Biography

ირაკლი თემურის ძე შენგელია დაიბადა 1978 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში.

პროფესიული განათლება მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პედაგ.: ზ. ამონაშვილი, ნ. დიღმელაშვილი;

მესამე კურსიდან ესწრებოდა გოგი ალექსიძის ლექციებს მსახიობის ოსტატობაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის სამომავლო საქმიანობაში;

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შენგელია ჩაირიცხა ბალეტის სოლისტად ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში;

ასრულებდა კლასიკურ და სახასიათო პარტიებს ბალეტებში: „გედების ტბა“ (ესპანური ცეკვა), „დონ-კიხოტი“ (ტორეადორი, სეგედილია, ბოშური ცეკვა),  „ჟიზელი“ (მეტყევე), „მაკნატუნა“ (არაბი ბიჭუნა) და სხვ.;

პარალელურად, სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის საბალეიტმაისტერო განყოფილებაზე. პედაგ.: გიორგი ალექსიძე, ლარისა ნადარეიშვილი, გურამ მელივა, თამაზ ჯაფარიძე, ნელი შურღაია;

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაგრძო მოღვაწეობა საბალეტო დასში და ამავე დროს, მუშაობდა თეატრის საოპერო დასის ბალეტმაისტერად.

ამჟამად სამუშაოდ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო:

ნადარეიშვილი ლეილაშენგელია ირაკლი თემურის ძე // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი-თბილისი,  2010. - გვ.142.


Share: