The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ კვანჭახაძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1858  (167 წლის)
გარდაცვ. თარიღი:192?
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვასილ ალექსის ძე კვანჭახაძე დაიბადა 1858 წლის 2 თებერვალს, ქ. ცხინვალში.

1874 წელს დაამთავრა ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია; 1878 წელს - თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი;

სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 1874 წლიდან. 1878 წლიდან - ოფიცრის ჩინით;

1901-მდე მსახურობდა კავკასიის სასწავლო ასეულში და კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში;

1901-1903 წწ.  -  ივანგოროდის ქვეითთა პოლკში;

1904 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება;

1906- 1907 წწ. მეთაურობდა ბაქოს გუბერნიის სამხედრო რაიონს;

1907-1913 წწ. – 206-ე ქვეითთა პოლკს;

1913 წლის 31 დეკემბერს უბოძეს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება;

ვასილ კვანჭახაძე მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878), რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში.

1913 წლიდან იყო 39-ე ქვეითი სათადარიგო ბრიგადის მეთაური;

1915-1916 წწ. - 52-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური;

სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა თეთრგვარდიელების „მოხალისეთა არმიაში" სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალებში;

1918 წლის 15 სექტემბრიდან 1919 წლის 22 იანვრამდე ირიცხებოდა რეზერვში;

დაჯილდოებული იყო : წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე,  წმ. გიორგის ოქროს იარაღითა და სპარსეთის „ლომისა და მზის" ორდენით.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 649-650

https://georgianencyclopedia.ge/ka/pdf-export/25917 

Го г и т и д з е  М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1,- Тб., 2007.

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/46161/1/Gruzinskie_Belogvardeici.pdf


გააზიარე: