The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანგელინა დამენია

ანგელინა დამენია
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1972  (52 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე ანგელინა დამენია დაიბადა 1972 წლის 7 აგვისტოს უკრაინაში, ქ. ვინიცაში, საქართველოში ცხოვრობს 1984 წლიდან. ხატავს ადრეული ბავშვობიდან, 2 წლის ასაკიდან.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს მისაღები გამოცდების გარეშე, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით და, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა, დაამთავრა თეორიული ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების ისტორია და თეორია (1990–1995). საკუთარ მიმდინარეობას დაარქვა ინტენსივიზმი.
ანგელინა დამენია მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (1999 წ.-დან); საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების (2012-დან); 2017-დან საფრანგეთის (ლიონი) ხელოვნების ფონდისა და საქართველოს პროფესიონალ მხატვართა კლუბის; 2019-დან – ევრაზიული მხატვართა კავშირისა და საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის (პარიზი, საფრანგეთი);

ჯილდოები: 2018-2019 წლებში გახდა ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული;

2018- 2021 წწ. - რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი; 2018=2020 წწ. გაიმარჯვა კონკურსებში «წლის საუკეთესო ნამუშევრები», VATIKAM (პარიზი, საფრანგეთი);

2019 წელს ნიუ-იორკში აირჩიეს «წლის მხატვრად», ხოლო 2020 წელს მიანიჭეს წოდება «ათწლეულის მხატვარი» (ნიუ-იორკი, აშშ) და ჟურ­ნალ ArtTour international-ის

ათწლე­უ­ლის მხატ­ვრე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მა­ში დაიბეჭდა მისი ორი ნა­მუ­შე­ვა­რი - "ნი­ჟა­რა" და "ილუ­ზო­რუ­ლი ცხე­ნი - ღრუბ­ლებ­ში არეკ­ლი­ლი მთვა­რის ნა­თე­ბა".

ანგელინა დამენია 4-ჯერაა დაჯილდოებული ოქროს მედლით აბსტრაქციის კატეგორიაში: 2016 წელს ნიუ-იორკში, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART CLASH»; 2019-ში - საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ; 2019-შივე - მოსკოვში, რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნომინაციაში და 2022-ში - საერთაშორისო კონკურსში «ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY», ნიუ-იორკი, აშშ, 2022);

სერტიფიკატები და დიპლომები: აშშ, ინგლისი, შვეიცარია, რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.

ანგელინა დამენიას ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.

პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს 1990 წლიდან.

პერსონალური გამოფენები :

1990 - საქართველოს კავშირთაშორისო თვითშემოქმედების რესპუბლიკური სახლი, ქ. თბილისი, საქართველო;

1997 - ჰიდესენის გალერეა, ქ. დეტმოლდი, გერმანია;

1999 - რატჰაუზის გალერეა, ქ. ბილეფელდი, გერმანია;

2000 - TBC ბანკი, ქ. თბილისი, საქართველო;

2002 - «ფოლკსბანკი», ქ. ბილეფელდი, გერმანია;

2009 - საქართველოს მხატვართა კავშირის ეროვნული გალერეა, ქ. თბილისი, საქართველო;

2020 - გამოფენა «დიაპაზონი», ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, ქ. გორი, საქართველო;

2022 - ერთობლივი პერსონალური გამოფენა «კონსონანსი — ყოფიერების სიმფონია»
(21 - 31 იანვარი 2022), Art Future Gallery, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;

პერსონალური ონლაინ გამოფენა «სარკის მიღმა», VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი (01 აგვისტო - 30 სექტემბერი 2022);

ანგელინა დამენიას მონაწილეობა აქვს მიღებული 130-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენასა და გამოფენა-გაყიდვებში. თითქმის ყოველწლიურად აწყობს გამოფენას მეუღლესთან, მხატვარ გელა ფილაურთან ერთად.

წყარო:
https://art.gov.ge/ge/portfolio/დამენია-ანგელინა/

https://damenia-philauri.com/ka/angelina-damenia-cv-3/ 

https://www.ambebi.ge/article/255566-kartveli-xelovani-romelic-niu-iorkshi-atcleulis-m/


გააზიარე: