შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანა პაატას ასული ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაანა პაატას ასული ამილახვარი იყო სიმონ ბატონიშვილის მეუღლე. ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ნახევარძმა სიმონ ბატონიშვილი (1683-1740) თან გაჰყვა მეფეს 1724 წელს რუსეთში ემიგრაციისას. მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრების დროს ოჯახი დაუახლოვდა საიმპერატორო კარს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანა ამილახვარი მოსკოვის ქართული ახალშენის აქტიური მოღვაწე გახდა. მისი ხარჯით მოსკოვის ნოვინსკის მონასტერი განახლდა და იქ მოეწყო ქართველ დედათა მონასტერი. ანა ამილახვარმა ვახუშტი ბატონიშვილს გადასცა ს. იავორსკის წიგნი "კლდე სარწმუნოებისა" და სთხოვა მისი ქართულად თარგმნა, შემდეგ კი დიდი წვლილი შეიტანა მის გამოცემაში(1737–1744). გარდაიცვალა 1745 წელს მოსკოვში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/20449
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |