შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ევგენი ვახტანგის ძე ამილახვარი![]()
ბიოგრაფიამოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწე ავთანდილ ვახტანგის ძე (რუსეთში ევგენი ვასილის ძე) ამილახვარი დაიბადა 1720 წელს, საქართველოში. 1724 წელს მისი ოჯახი თან ახლდა ვახტანგ VI–ს რუსეთში ემიგრაციის დროს. რუსეთის იმპერატორ ანა იოანეს ასულის ბრძანებულებით, 1738 წელს სხვა ქართველ თავადებთან ერთად ევგენი ამილახვარმაც მიიღო მამულები უკრაინაში. 1739 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში - თავდაპირველად, დრაგუნის წოდებას ატარებდა, 1740 წლიდან - ინგერმანლანდის ქვეითთა პოლკის სერჟანტი, იმავე წლიდან - პრაპორშჩიკი, შემდეგ - ვიატკის ქვეითთა პოლკის პორუჩიკი (1742) და 1744 წლიდან - კაპიტანი. სამხედრო სამსახურიდან გადადგა მაიორის (1750) ჩინით. სამოქალაქო სამსახურში ჰქონდა ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის (Действительный статский советник) წოდება. იყო გუბერნატორის თანაშემწე პეტერბურგის საგუბერნიო კანცელარიაში, 1753 წლიდან - მსაჯული, შემდეგ მოსკოვის გუბერნიის სამოქალაქო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე. ევგენი ამილახვარს განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა მოსკოვის ქართული ახალშენის საქმიანობაში, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. გარდაიცვალა 1786 წლის 11 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში, უფლის მირქმის ტაძრის გალერეაში. აქვეა დაკრძალული მისი ძმაც, გიორგი ვახტანგის ძე (რუსეთში ეგორ ვასილის ძე) ამილახვარი (1724-. 1779, 16 ივლისი) - ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი (действительный тайный советник). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129 https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/20459 https://nobility.pro/ru/statya/142-amilakhvari-evgenij-vasilevich.html https://nobility.pro/ru/statya/141-amilakhvari-egor-vasilevich.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |