შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
არნოლდ კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიაფიზიკოსი არნოლდ გალაქტიონის ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1939 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში. 1962 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1962-1993 წწ. მუშაობდა სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. 1990 წლიდან გადავიდა მოსკოვში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში, გენერალური დირექტორის მოადგილედ. 1982 წ. - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1989 წ. - პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. 1989 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (მეცნიერთა ჯგუფთან ერთად), 1971-1987 წწ. შესრულებული სამუშაოთა ციკლისთვის – „თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა". არნოლდ კალანდარიშვილი გარდაიცვალა 2012 წლის 6 იანვარს, მოსკოვში. დაკრძალულია იქვე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/არნოლდ_კალანდარიშვილი საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485 https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26058
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |