Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სერგო კეთილაძე![]()
Biographyსერგო პოლიკარპეს ძე კეთილაძე დაიბადა 1910 წლის 17 მაისს ქ. ზესტაფონში. 1927 წელს, 17 წლის ასაკში მოხალისედ შევიდა წითელი არმიის რიგებში. ამიერკავკასიის სამხედრო ქვეითთა სკოლის დასრულების შემდეგ, გახდა კადრის ოფიცერი. მსახურობდა ზაბაიკალსკის სამხედრო ოლქში. 1938 წელს მონაწილეობა მიიღო იაპონიის აგრესიის მცდელობის აღკვეთაში, შორეულ აღმოსავლეთში, ხასანის ტბის მიდამოებში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა მაიორმა კეთილაძემ 1942 წლის მარტში, ლენინგრადის მისადგომებთან (ლიუბანთან) ბრძოლის დროს (1942 წ. 18 მარტი – 1 აპრილი). იგი 18 მარტს დაინიშნა მე-4 გვარდიის მსროლელი კორპუსის 32-ე განსაკუთრებული მსროლელი ბრიგადის მეთაურად და თავისი ბრიგადით რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მტრის გააფთრებული კონტრშეტევები სამი დღის განმავლობაში - 30 მარტს, 31 მარტსა და 1-ლ აპრილს, გრძელდებოდა. გერმანელებმა ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს ამ შეტევებისას, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ არტილერიით დაამუშავეს წითელარმიელების პოზიციები და თან ტანკები და ავიაცია დაიხმარეს. ს. კეთილაძე ფეხში დაიჭრა, მაგრამ პოზიციები არ მიატოვა და ბრიგადას ბოლომდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე 1-ლ აპრილს, მტრის მიერ ნატყორცნი ნაღმის ნამსხვრევებისგან არ დაიღუპა. დაკრძალულია ლენინგრადის ოლქის ქ. ვოლხოვის საძმო სასაფლაოზე, დიდების სკვერში. სერგო კეთილაძის სახელი მიენიჭა ქ. ზესტაფონის #1 სკოლას, სადაც იგი სწავლობდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 612-613 https://memory-tosno.ru/document/pismo-s-fronta-sergo-polikarpovicha-ketiladze-svoej-zhene.../ https://www.didisamamulo.ge/k/ketiladze-sergi საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან: სერგო კეთილაძე //ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. თბილისი. – 2010. აპრილი, N4(6). გვ. 27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |