Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
იოთამ ბაგრატიონი![]()
Biographyრუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი იოთამ (ივანე) ბაგრატიონი იყო ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ვახუშტი ბატონიშვილის უფროსი ვაჟი. დედა - მარიამ გიორგის ასული აბაშიძე. ვახუშტი ბატონიშვილი 1717 წელს საქართველოში დაქორწინდა. 1724 წელს ოჯახი ვახტანგ VI-ს გაჰყვა ემიგრაციაში. ცხოვრობდნენ მოსკოვში. ივანე დაიბადა 1726 წელს. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში. 1749 წლიდან იყო რუსეთის სამხედრო სამსახურში. წოდებები: ბრიგადირი (1771), გენერალ-მაიორი (1771, 21.04), გენერალ-პორუჩიკი (1777, 28.06). იბრძოდა შვიდწლიან ომში(1756–1763), რუსეთ-ოსმალეთის ომში(1768-1774), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს. იყო „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენის კავალერი (1778). ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ანტონ I–თან, ლეონარდ ეილერთან, ჟ. დელილთან, მიხეილ ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან. გარდაიცვალა 1781 წლის 25 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სრეტენსკის ეკლესიაში. 1793 წელს მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის, ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართველმა მკვლევარმაც გაიზიარა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; https://ka.wikipedia.org/wiki/იოთამ_ბაგრატიონი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |