The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვალერიან კვაჭაძე

ვალერიან კვაჭაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1918
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 2006  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ვალერიან ივლიანეს ძე კვაჭაძე დაიბადა 1918 წლის 15 აპრილს, ქ. თბილისში.

დაამთავრა მოსკოვის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1940) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო, 1945).

მუშაობდა რუსთაველისა (1945-1948) და სო­ხუ­მის დრამატულ (1948-1950) თეატრებში.

1951 წელს მიიწვიეს მოსკოვის სამხატვრო თეარტში (1950-1962), სადაც, სხვა წამყვან როლებთან ერთად, სტალინის სიცოცხლეშივე შეასრულა სტალინის როლი.

 სამხატვრო თეატრის მთავარი რეჟისორის კედროვის რჩევით 1963 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა "მოსფილმში" , 1968 წელს კი – გადავიდა ცენტრალური ტელევიზიის გაერთიანება "ეკრანში".

ვალერიან კვაჭაძის, როგორც კინომსახიობის კინოდებიუტი შედგა ფილმში -  „მოსკოვიდან დაშორებით" (ინჟინერი ბერიძე, რეჟ. ა. სტოლპერი, 1950). მან შეასრულა, ასევე, ზაქარია ფალია­შვი­ლის როლი ფილმში „ეთერის სიმღერა" (რეჟ. ს. დოლიძე, 1956).

1972 წლიდან ვალერიან კვაჭაძე მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". იგი

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "ბებერი მეზურნეები" (1973), "ღვინის ქურდები" (1975), „საქმე გადაეცემა სასამართლოს" (1975), „ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1978), "მარადისობის კანონი" (1982), "ორშაბათი ჩვეულებირივი დღეა" (1984) და სხვ.;

სცენარის ავტორი და რეჟისორია ფილმებისა: „ქველი“(კეთილისმყოფელი), „ლუიზა“, „შარვალი" (სამივე – 1988). გარდა ამისა, ფილმებში მონაწილეობდა მსახიობის ამპლუაშიც : "მარადისობის კანონი" (ექიმი), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989), "ცარიელი სივრცე" (2001) და სხვ.;

1979 წელს რეჟისორს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება; იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი წევრი და ღირსების ორდენის კავალერი (2001).

გარდაიცვალა 2006 წლის 4 ნოემბერს, თბილისში.

წყარო:

1. ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

2. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 658; 

3. https://georgianencyclopedia.ge/ka/form/25927

4. წიგნი ღირსებისა: . 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 34


გააზიარე: