შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ბოხუა![]()
ბიოგრაფიაგრაფიკული დიზაინერი გიორგი ბოხუა 1978 წლის 22 ივლისს საქართველოში დაიბადა. ლოგოების კეთება 2000-იანების დასაწყისში დაიწყო, მაშინ როცა ხელით მუშაობიდან კომპიუტერიზაციის ეტაპი იდგა. გიორგი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით. მან სამუშაო პროცესში ფურცელი და ფანქარი დააბრუნა, რაც დაეხმარა საკუთარი მოდერნისტული სტილის ჩამოყალიბებაში. 2006-2007 წლებში, როდესაც კიევში ცხოვრობდა, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, იან ტიშენკო და მის სტუდიაში მუშაობა შესთავაზა. ამ სტუდიაში ახალგაზრდა დიზაინერმა ბევრი რამ ისწავლა და ლოგოს დიზაინზე მუშაობა თანდათან დახვეწა. გიორგი ბოხუა ამბობს, რომ ლოგოს შექმნას მისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს მონახაზებს, შემდეგ კი სრულებით წყვეტს მუშაობას, გონებაში ამუშავებს იდეას. პროცესს, დაკვეთის მიღებიდან ლოგოს პრეზენტაციამდე, დაახლოებით ათი დღე სჭირდება. თავდაპირველად, თავის მიერ შექმნილი ლოგოებს „ინსტაგრამზე“ ათავსებდა და საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. შემდეგ მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ ცნობილი პლატფორმები - “behance”და “dribbble”. ქართველი დიზაინერი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამშრომლობდა ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Disney, New Balance, NFL, Wired Magazine ... ბრენდის იდენტობის დიზაინში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე გიორგი ბოხუამ დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი - „Principles of Logo Design” („ლოგოს დიზაინის პრინციპები“), რომელიც გახდა ამერიკული გრაფიკული დიზაინის 2022 წლის გამარჯვებული. 2024 წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნა დიზაინის ინსტიტუტი, სადაც სტუდენტებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პროგრამებზე შეუძლიათ სწავლა შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის. ინსტიტუტი დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელი სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებენ. გიორგი ბოხუა დიზაინის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და სამ პოპულარულ კურსს ასწავლის skillshare-პლატფორმაზე. წყარო: https://www.ambebi.ge/article/227679-kartveli-dizaineri-romelic-logoebs-disneisa-da-niu-balansistvis-kmnis/ https://designinstitute.ge/blog/657cf909-731a-4c9e-bd71-9b0094446281/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |