შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ილია აივაზაშვილი![]()
ბიოგრაფიაპროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ილია მოსეს ძე აივაზაშვილი დაიბადა ქ. თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აკადემიკოსმა ივანე ბერიტაშვილმა კათედრაზე დატოვა ასპირანტად. 1964 წელს თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „Роль внутреннего состояния организма и пищевого подкрепления в происхождении индивидуально-приобретенного пищевого поведения животных“ („ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობისა და საკვებთან შეუღლების როლი ცხოველთა ინდივიდუალურად შეძენილი კვებითი ქცევის გამომუშავებაში“). სამეცნიერო ხელმძღვანელი ივანე ბერიტაშვილი. 1962 წლიდან ფიზიოლოგთა საზოგადოების წევრია, 1974 წელს აირჩიეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 1985 წელს გახდა ბიოლოგიისა და მედიცინის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს, ხოლო 1989 წლიდან საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგის მეცნიერთა ქართულ-ებრაული საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. 1990 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს ასამდე შრომა, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს სახით. 1995 წლიდან ილია აივაზაშვილი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ავადმყოფობის მიუხედავად შემოქმედებით მუშაობას აქაც აგრძელებდა - დაწერა ზოგადი ბიოლოგიის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი (ქართულ ენაზე). პირველი ნაწილი მისი ავტორობით გამოიცა 1995 წელს, თბილისში. წყარო: http://www.georgianjews.org/stat.php?id=78&lang=gr&PHPSESSID=f6f845c7b542945192d170954ce79d72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |