The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაია ახალკაცი

მაია ახალკაცი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ბიოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი მაია ახალკაცი დაიბადა 1959 წლის 30 დეკემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. 1976 წელს იქვე დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა (ოქროს მედალზე).

1971-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე;

1981-1984 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი კომაროვის სახელობის ბოტანიკურ ინსტიტუტში (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი). 1986 წელს ამავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „Urticaceae-ს ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ტრიქომების ულტრასტრუქტურა“;

1985-1986 წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1986-1992 წწ.- უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1997 წელს - მეცნიერთა გაცვლის საერთაშორისო ფონდის (IREX) სტიპენდიატი, პორტლანდის უნივერსიტეტი, პორტლანდი, ორეგონი, აშშ;

1997-1999 წწ. - ა. ფონ ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიანტი, დუსელდორფის უნივერსიტეტი, დუსელდორფი, გერმანია.  

2002 წლიდან - ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარის გენეტიკური რესურსების განყოფილების გამგე;

2006 წელს დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სტატუსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში, თემაზე: „მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები“;

1992, 1993, 1994, 2000 და 2001 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში;

2006-2013 წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან: სრული პროფესორი;

1997 წლიდან არის აშშ-ის და გერმანიის ბოტანიკური საზოგადოების წევრი;

1997-2012 წწ. - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისის" თავმჯდომარე;

2015 წლიდან - საქართველოს ბოტანიკური თანასაზოგადოების დამფუძნებელი;

გაწევრიანებულია, ასევე, მცენარის სქესობრივი რეპროდუქციის კვლევის საერთაშორისო ასოციაციაში.

მეცნიერის ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეთა ანატომია, მორფოლოგია და რეპროდუქცია, ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა გენეტიკური  სამკურნალო მცენარეები, მიკროსკოპია და სხვ.;

გამოქვეყნებული აქვს 88 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის: „ნატურა 2000 ჰაბიტატების მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება საქართველოში“. - თბილისი, 2018; „მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები“. - თბილისი, 2017; „სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება=Conservation and sustainable utilization of rare medicinal plants in Samtskhe-Javakheti   ‘. - თბილისი, 2008 და სხვ.;

წლების განმავლობაში სამეცნიერო პროექტებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი; მათ შორის აღსანიშნავია: Volkswagen Foundation-ის გრანტი 2002, 2004 და 2010-2012 წლებში. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის გრანტი 2002 წელს. შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა ,,სკოპის’’ გრანტი 2006-2008 და 2010-2013 წლებში.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში. 2004 წელს იმყოფებოდა იუტას შტატში ამერიკის ბოტანიკოსთა საზოგადოების ყრილობაზე, სადაც გამოვიდა მოხსენებით თემაზე: ,,Mechanisms Of Treeline Stability In The Caucasus Mountains Of Georgia: Low Temperature Photoinhibition And Interspecific Facilitation. Abstract To The Annual Meetin Of The Botanical Society Of America’’. 2007 წელს იმყოფებოდა ჰამბურგში გერმანიის ბოტანიკოსთა საზოგადოების ყრილობაზე, მისი მოხსენების თემა იყო: ,,Seed Germination In Two Dominant Treeline Species Betula Litwinowii And Rhododendron Caucasicum In The Central Caucasus’’.

2012 წელს მიიღო ისააკ ნიუტონის სახელობის სამეცნიერო პრემია წარმატებისათვის. ამავე წელს გახდა ,,საბადოების სიცოცხლის პრემიის’’ ლაურეატიც.

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მაია ახალკაცის ბიოგრაფია გამოქვეყნებულია წიგნში ”Who's Who in the World". 2012. 29th ed. Marques Who's Who publication board. 5 2.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_ახალკაცი 

საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.93

https://faculty.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/02/Maia_Akhalkatsi_CV.ge_.pdf


გააზიარე: