შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სერგო ევლახოვი![]()
ბიოგრაფიაანტრეპრენიორი, საოპერო მომღერალი (ბარიტონი) სერგო ევლახიშვილი (ევლახოვი) დაიბადა თბილისში, 1872 წლის 10 ნოემბერს, მწერალ ივანე ევლახიშვილის ოჯახში. მუსიკა დედამ შეაყვარა. თბილისის I ვაჟთა გიმნაზიაში სწავლისას მონაწილეობდა კონცერტებში და სოლო პარტიებს ასრულებდა. 1891 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიაში ეუფლებოდა ვოკალურ ხელოვნებას პროფ. ტალიაბუესთან. 1996 წლიდან სწავლა მილანში - პროფესორ ვიდალთან განაგრძო. ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით (გუნო "ფაუსტი"); 1897-1898 წწ. იტალიის საოპერო სცენებზე გამოდიოდა ფსევდონიმით „ბრიუნეტი“. ასრულებდა ბარიტონის პარტიებს ოპერებში: „ტრუბადური“, „ერნანი“, „ფაუსტი“ და სხვ.; XIX საუკუნის 90-იან წლებში საგასტროლო ტურნეთი შემოიარა: პერმი, ყაზანი, ხარკოვი, ოდესა, მოსკოვი, პეტერბურგი. იყო ციმბირშიც, ეწვია აზერბაიჯანსაც (ბაქო). მღეროდა კერძო თეატრებში, სახალხო სახლებში. ექვსი სეზონის მანძილზე გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე; 1899 წლიდან მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სპეკტაკლებში. 1900 წელს იტალიაში - ტოსკანის, 1902-1903 წლებში - თბილისის, 1905-1906 წლებში კი დონის ანტრეპრიზაში მღეროდა; 1910 წელს საკონცერტო ტურნე გამართა იუჟინთან ერთად; თავისი რბილი, ხავერდოვანი ბარიტონით, შესრულების დახვეწილი მანერით ღირსეული პარტნიორობა გაუწია 1912 წელს თბილისში იტალიიდან საგასტროლოდ ჩამოსულ სახელგანთქმულ მომღერალ ე. თარხნიშვილს ოპერა „ფაუსტში"; 1909-1910 წლებში თანამშრომლობდა ა. ეიჰენვალდთან, 1913-1914 წლებში კი ივანე ფალიაშვილთან ; 1913 წელს ხელმძღვანელობდა კავკასიის მოგზაურ საოპერო დასს; 1911-1914 წწ. სერგო ივანეს ძე სათავეში ედგა თბილისის "საოპერო ამხანაგობას"; 1914=1915 წლების სეზონიდან თბილისის ოპერის თეატრის ანტრეპრიზას ჩაუდგა სათავეში. კარგი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა და საუკეთესო შემსრულებლებს მოუყარა თავი; 1913-1918 წწ. იყო ანტრეპრენიორი; 1918 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს კვლავ აირჩიეს თეატრისა და დასის მეთაურად. აღნიშნულ თანამდებობაზე 1928 წლამდე დარჩა. მისი დირექტორობის პერიოდში დაიდგა პირველი ქართული ორიგინალური ოპერები: რ. გოგნიაშვილის „ქრისტინე", ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე". 1925 წელს იუბილე გადაუხადეს. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; ოპერის თეატრში მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა. მისი შვილი იყო თეატრის, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი სერგო ევლახიშვილი (1924-2004). რეპერტუარი (50-მდე პარტია): დი ლუნა რენატო, რიგოლეტო, ამონასრო, ჟერმონი (ვერდი "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა"); ესკამილიო (ბიზე "კარმენი"); კანტი კასკადა (ლეგარი "მხიარული ქვრივი"); სილვიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"); მერკუციო, ვალენტინი (გუნო "რომეო და ჯულიეტა", "ფაუსტი"); გრაფი დე ნევერი (მეიერბერი "ჰუგენოტები"); ეშმაკი, ელეცკი, ევგენი ონეგინი, მაზეპა (ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"); დადგმები: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" და სხვ.; სერგო ივანეს ძე ევლახიშვილი გარდაიცვალა 1946 წლის 23 ნოემბერს, თბილისში. წყარო: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/3095 https://ka.wikipedia.org/wiki/სერგო_ევლახიშვილი ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160 ს. ი. ევლახოვის იუბილე, „ხელოვნება“, 1925, №5;
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |