The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ გოგავა

თამარ გოგავა
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2000  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრასნოდარის სლავური სასაფლაო, რუსეთი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

გოგავა დაიბადა 1915 წლის 1 მაისს,  ვლადიკავკაზში.

1933 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც სწავლობდა  ვ. ე. მეიერხოლდის სტუდიაში, შემდეგ კი მუშაობდა მსახიობად მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში.

მეორე მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა ფრონტის ბრიგადებში. 1945 წლიდან იყო  ალმა-ატის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. აქვე შედგა მისი დებიუტი რეჟისორის ამპლუაში - დადგა სპექტაკლი „პოლტავა“.

შემდეგ მუშაობდა რეჟისორად გროდნოს საოლქო დრამატულ თეატრში და მინსკის იანკა კუპალას სახელობის ბელორუსიის აკადემიურ თეატრში. 1953 წლის თებერვალში  გადავიდა ქ. კრასნოდარის სამხარეო დრამატულ თეატრში.

1963 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა  კრასნოდარის მუსიკალური კომედიის თეატრს.

1965 წლიდან მოღვაწეობდა კემეროვოს რეგიონში, სადაც 10 წლის განმავლობაში იყო კუზბასის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი რეჟისორი (1965-1975).

ამ ხნის განმავლობაში თამარ გოგავამ განახორციელა100-ზე მეტი თეატრალური დადგმა.

მან განაგრძო და განავითარა თეატრის საუკეთესო ტრადიციები თავისი სპექტაკლებით: "გოგონა ცისფერი თვალებით", "ქეთო და კოტე", "ვალსის მეფე". ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად მიუზიკლს "ჩემი მშვენიერი ლედი". ეს სპექტაკლი 100-ზე მეტჯერ შესრულდა.

ამ წლების განმავლობაში შექმნილი სპექტაკლების საფუძველზე კემეროვოს თეატრი შევიდა ქვეყნის საუკეთესო მუსიკალური კომედიის თეატრების ხუთეულში.

1975 წლის სექტემბერში თამარ გოგავა დაბრუნდა კრასნოდარის ოპერეტის თეატრში მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეწყვიტა შემოქმედებითი საქმიანობა.

თამარ გოგავას მეუღლე იყო მსახიობი და რეჟისორი გიორგი ზავიალოვი. ასევე, მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი გახლდათ მათი ვაჟი - ალექსანდრე გოგავა (1950-2022) 

რეჟისორი დაჯილდოებულია „ღირსების სამკერდე ნიშნის“ ორდენითა («Знак Почёта») და მედლებით.

თამარ გოგავა გარდაიცვალა 2000 წლის 1 იანვარს. დაკრძალულია ქ. კრასნოდარის სლავურ სასაფლაოზე.

წყარო:

http://theatre.kemrsl.ru/?persons=gogava-tamara-davidovna 

https://ruspanteon.ru/gogava-tamara-dmitrievna/

https://persons.kemrsl.ru/person/286/


გააზიარე: