Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი გაგილაძე![]()
BiographyII მსოფლიო ომის ვეტერანი, გარიბალდის ვარსკვლავის კავალერი გიორგი (ჟორა) გაგილაძე დაიბადა 1924 წლის 18 აპრილს. პროფესიით პროვიზორი იყო. სამამულო ომში მოხალისედ წავიდა. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით. გიორგი გაგილაძე გახლდათ იტალიის გმირი, იტალიის ანტიფაშისტური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, ბრიგადა ”სერვადეის” პარტიზანი. იტალიაში ცნობილი იყო "დოტორე ჯორჯოს" სახელით. იგი მონაწილეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების - მილანის, სტრეზას, არონას, ნოვარას, დომოდოსოლოს, ჯინეზეს ფაშისტებისგან განთავისუფლებაში და დუჩე მუსოლინის დაჭერის ოპერაციაში. მისი პარტიზანული მოწმობა ხელმოწერილია იტალიის კომუნისტური პარტიის ბელადის - ლუიჯი ლონგოს მიერ. გამორჩეული მამაცობისათვის ქართველი პარტიზანი დაჯილდოვდა იტალიის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ჯილდოთი ”გარიბალდის ოქროს ვარსკვლავით” . იტალიაში არის მისი სახელობის მემორიალი. ქ.თბილისში ცოტნე დადიანის #77-ში, სადაც ის 1993 წლიდან 1999 წლამდე ცხოვრობდა, დამონტაჟებულია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 2015 წელს გიორგი გაგილაძის სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. ატარებდა საბჭოთა კავშირის მედიცინის დამსახურებული მუშაკისა და აფხაზეთის ასსრ მედიცინის დამსახურებული მუშაკის წოდებას. გიორგი გაგილაძე 1999 წელს, თბილისში გარდაიცვალა, ის თავის მეუღლესთან - თამარ კირვალიძესთან ერთად განისვენებს საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში. წყარო: თამარაშვილი, თამარ. პარტიზანულ ბრძოლაში ნაწრთობი მეგობრობა / თამარ თამარაშვილი, ბეჟიტაშვილი გიორგი // ათინათი / ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა… აკადემია. - თბილისი, 2012. - N3(5). - გვ.112-115
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |