შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნაკშიდილ ვალიდე სულთანი![]()
ბიოგრაფიაწარმოშობით ქართველი ნიკშიდილ ვალიდე სულთანი ოსმალეთის სულთან აბდულჰამიდ I-ის მეუღლე და სულთან მაჰმუდ II-ის დედაა. დაიბადა 1766 წელს კავკასიაში. 1785 წელს შეეძინა მაჰმუდ II. 1789 წელს სულთან აბდულჰამიდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ძველ სასახლეში გაგზავნეს, სადაც 19 წელიწადს ცხოვრობდა. 1808 წელს მისი ვაჟის, მაჰმუდ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, ვალიდე სულთანის, ანუ სულთანის დედის ტიტული მიიღო. 1808 წლის 6 ივლისს ტრადიციისამებრ ამალასთან ერთად თოფქაფის სასახლეში გადავიდა. ნიკშიდილ ვალიდე სულთნის თოფქაფის სასახლეში ამალით გადასვლა, სულთნის დედის სასახლეში ამალით მისვლის ბოლო შემთხვევა იყო. ნაკშიდილ ვალიდე სულთანს შვილზე, მაჰმუდ II-ზე საკმაოდ დიდი გ ავლენა ჰქონდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თოფქაფის სასახლის დაცლასა და სულთნის ოჯახის ბეშიქთაშის (დოლმაბაჰჩეს) სასახლეში გადასახლებაში. იგი მაჰმუდ II-ეს დასავლური ორიენტაციისკენ აქეზებდა და სულთანმა რამდენიმე რეფორმა დედის რჩევითაც კი განახორციელა. ნიკშიდილს გული აწუხებდა და ხშირად გონებას კარგავდა. მას ექიმბაში და ორი ბერძენი ექიმი მკურნალობდა, მიუხედავად ამისა გულყრები გაუხშირდა, სუნთქვაც გაუჭირდა და 1817 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა. სამგლოვიარო პროცესია ფათიჰის მეჩეთში გაიმართა და ვალიდე სულთანი იქვე არსებულ აკლდამაში დაკრძალეს. 1788 წელს ნიკშიდილ ვალიდე სულთანმა სულთან აჰმედის უბანში ნაკში-კადინის ჩეშმე ააგო, 1809 წელს უსკუდარში სარიკადის მეჩეთის მოპრდაპირედ ნიკშიდალ სულთანის ჩეშმე გააკეთებინა. 1817 წელს, ფათიჰის მეჩეთის ტერიტორიაზე , ნაკშიდილ ვალიდეს სებილი, აკლდამა და იმარეთჰანე ააშენებინა. სულთანმა მაჰმუდ II-მ დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ფათიჰის უბანში, არსენალის პირდაპირ მდებარე სასაფლაოსთან მის სახელზე სებილი ააშენა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანის აკლდამაში ინახება წმინდა ფატიმას პერანგი. წყარო: 1.ქასაბი, მურად. სულთნების დედები და უფლისწულთა მეუღლეები : ნაკშიდილ ვალიდე სულთანი // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - ISBN 978-605-63115-1-2. - გვ.433 2. კალანდია, გიორგი. ნაკშიდილ ვალიდე სულთანი // ქართველები მსოფლიო ისტორიაში : [12 ტომად]. ტომი 3, თურქეთი, ალჟირი, მაროკო / გიორგი კალანდია . - თბილისი, 2021 . – ISBN 9789941324659 (ტომი 3). - გვ. 119. ფოტო- ნახატი არის მურად ქასაბის წიგნში
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |