The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შადიე ჰანიმეფენდი

შადიე ჰანიმეფენდი
Date of birth:1898
Date of death:1980  (at 82 years)
Category:Royalty

Biography

ქობულეთელი ბაჰრი ფაშა თავდგირიძის ასული შადიე 1898 წელს დაიბადა ქაბათაშში. იგი 1919 წელს მისთხოვდა სულთან აბდულმეჯიდის შვილიშვილს, უფლისწულ იბრაჰიმ თევფიკს. შეეძინა უფლისწულები: ბურჰანედინ ჯემი და ოსმან ბეიაზეთი. ოსმანიანთა დინასტიის წევრების თურქეთიდან გასახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 1924 წელს მეუღლესთან და შვილებთან ერთად პარიზში წავიდა. 1925 წელს ნიცაში დასახლდნენ. 1939 წელს შადიე მეუღლეს გაშორდა, უფლისწულ იბრაჰიმ თევფეკის გარდაცვალების შემდეგ მეორედ გათხოვდა და აშშ-ში დასახლდა. მეორე ქორწინებაში შეეძინა კიდევორი ვაჟი - ჰალუკი და ბაჰრი.

შადიე ჰანიმეფენდი საზღვარგარეთ დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ თურქეთში დაბრუნდა და 1980 წელს სტამბოლში გარდაიცვალა.

წყარო:

ქასაბი, მურად. სულთნების დედები და უფლისწულთა მეუღლეები : შადიე ჰანიმეფენდი // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - ISBN 978-605-63115-1-2. - გვ.441.


Share: