The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მუსტაფა საჰიბ ატ-ტაბი

დაბადების თარიღი:1784  (241 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ტუნისის ქართული წარმოშობის მინისტრი მუსტაფა საჰიბ ატ-ტაბი 1784 წელს დაიბადა. იგი სტამბოლის მონათა ბაზარზე შეიძინა ტუნისელმა ვაჭარმა და საჩუქრად მიართვ ა ტუნისის საფაშოს მმართველს ჰამმუდა ბეის (1782-1817 წწ.).  მან სამხედრო წვრთნა გაიარა ბარდოს ტუნისის ფაშათა სასახლეში, დაწინაურდა მუსტაფა იბნ მუჰამმადის (1835-1837 წწ.) დროს, როდესაც ის ფაშას ბეჭდის მცველის  - „საჰიბ ატ-ტაბი“-ს თანამდებობაზე დააწინაურეს. აკონტროლებდა სახელმწიფო შემოსავლებსა და ვაჭრობას საფაშოში. მისი პოზიციები გამყარდა მუსტაფა ბეის ქალიშვილზე მაჰბუბაზე ქორწინებით. მუსტაფას დაევალა მომავალი ფაშის, აჰმედ I-ის (1837-1855 წწ.) აღზრდა, რომელმაც შემდგომში იგი საფაშოს მთავარ ვაზირად და უახლოეს მრჩევლად დანიშნა. მუსტაფა საჰიბი 1846 წელს, აჰმად I-ის საფრანგეთში ვიზიტოს დროს, საფაშოს მართავდა.

მუსტაფა საჰიბ ატ-ტაბის შვილები სასახლეში იზრდებოდნენ მმართველ ჰუსეინინათა ოჯახის წევრებთან ერთად. მისის შთამომავლები ატარებდენენ საპებ ეტტაბა-ს გვარს და დღემდე გავლენიანი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები არიან ტუნისში. მუსტაფა დაკრძალეს სამეფო ოჯახის რიტუალის შესაბამისად. 2007 წელს მუსტაფას ერთ-ერთმა შვილთაშვილმა ნადია სებაიმ მასზე  წიგნი გამოსცა ფრანგულ ენაზე.

წყარო:

მუსიაფა საჰიბ ატ-ტაბი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.142-143. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: