შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სულაიმან ფაიკ ბეგი![]()
ბიოგრაფიაერაყელი ისტორიკოსი, ქართველი მამლუქის დაუდ ფაშას მოადგილის, ჰაჯი ტალიბ აღას ვაჟი სულაიმან ფაიკ ბეგი 1901 წელს დაიბადა ბაღდადში. 1842-1849 წლებში მსახურობდა ბაღდადის სამხედრო დირექტორატში. მოგვიანებით იყო ბაღდადის ვილაიეთის კანცელარიის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ ბასრის პროვინციის მმართველი. სულაიმან ფაიკ ბეგმა ერაყის საფაშოს ოსმალო გამგებელს მიდჰათ ფაშას (1869-1872 წწ,) ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო რეფორმის პროექტი წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებდა ერაყელი გლეხებისათვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სამუდამო მფლობელობაში გადაცემას. ეს მათ საქმიანობას უფრო მეტ სტიმულს შესძენდა. 1877-78 წლებში სულაიმან ფაიკ ბეგი თავი ვაჟ მაჰმუდ შევქათთან ერთად სტამბოლში წავიდა. 1778 წელს გაასახლეს კუნძულ როდოსზე ალი სე ავის ანტისამთავრობო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ზუსტად უცნობია, რამდენი ხანი დაჰყო სულაიმან ფაიკ ბეგმა გადასახლებაში, მაგრამ შეწყალების შემდეგ საშუალება მიეცა ბაღდადში დაბრუნებულიყო. საერო სამსახურს აღარ დაუბრუნდა და თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა ბაღდადის ვილაიეთის კეთილშობილთა, მწერლების, მეცნიერებისა და მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირთა გარემოცვაში. გარდაიცვალა 1896 წელს ბაღდადში. სულაიმან ფაიკ ბეგი ავტორია რიგი ისტორიული თხზულებებისა, რომლებიც ნათელს ჰფენს მისი თანამედროვე ერაყის ახალი ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდს და ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. ისინი მნიშვნელოვანი წყაროა ერაყის ახალი ისტორიის შესასწავლად. ავტორი აღწერს მოვლენებს, რომელთა ნაწილის თვითმხილველი და თანამონაწილე იყო. სულაიმან ფაიკ ბეგს ოცამდე შვილი ჰყავდა. მათ შორის მოხსენიებული მაჰმუდ შევქათი (1856-1913 წწ) ოსმალეთის სამხედრო მინისტრი და დიდვეზირი. 1908 წელს ოსმალეთში კონსტიტუციის შემოღების ერთ-ერთი თავკაცი და ჰიქმათ სულაიმანი, რომელსაც ერაყის სამეფოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა გასული საუკუნის 20-იან წლებში. წყარო: სულეიმან ფაიკ ბეგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.172. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |