შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით სარაჯევი![]()
ბიოგრაფიაინჟინერი დავით სარაჯიშვილი (სარაჯევი) დაიბადა 1844 წელს, ქ. თბილისში. 1867 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც დაეუფლა არქიტექტორთა და მშენებელ ინჟინერთა პირველი გაერთიანების სასწავლო პროგრამას, ხოლო მოგვიანებით კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში. 1880 წელს ხელმძღვანელობდა XVI საუკუნის კოშკებიანი გალავნით გარშემოზღუდული კრემლის სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებს ქ. ყაზანის ცენტრში; 1879-1992 წწ. მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის ახალი უბნების განაშენიანებაში, ქალაქის სპეციფიკური განლაგების გათვალისწინებით; აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს, ასევე ხიდებს; 1892-1995 წწ. კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის ლიკანის სასახლის მშენებლობის დროს, მოღვაწეობდა საქართველოში; დავით სარაჯიშვილი იყო სამშენებლო კონსტრუქციების ათვისება-დანერგვის ერთ-ერთი პიონერი რუსეთის მასშტაბით. მან უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა სამშენებლო საქმის განვითარებაში; მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში ექსპონირებულია ხიდის მაკეტი წარწერით: "Инжинер Д. М. Сараджев" (სარაჯიშვილი). დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1910 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბილისი, 2017.-გვ.503-504
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |