The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლავრენტი ბალუაშვილი

ლავრენტი ბალუაშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1920  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო მოღვაწე ლავრენტი იოსების ძე ბალუაშვილი (ბალუევი) დაიბადა 1868 წლის6 თებერვალს, საქართველოში.

განათლება მიიღო ტფილისის სასულიერო სემინარიასა და ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში.

რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში შევიდა 1890 წლის ივნისიდან. 1893 წლიდან ჩაირიცხა ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში, პოდპორუჩიკის წოდებით. 1897 წელს მიიღო პორუჩიკის,1901 წელს - შტაბს-კაპიტნის და 1905 წელს კი კაპიტნის წოდებები.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918).

1915 წელს კარიერაში ორჯერ დაწინაურდა - ჯერ იმავე პოლკის პოდპოლკოვნიკი გახდა, შემდეგ - პოლკოვნიკი. ომში დაიჭრა და საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის იარაღით. 

1917 წლის 16 აპრილს დაინიშნა სუვოროვის გრენადერთა 22-ე პოლკის მეთაურად.

1918-1919 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა მე-5 ქვეით პოლკს, რომელმაც თავი გამოიჩინა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომში, კერძოდ, ბრძოლაში მთა დელიხტაშთან.

1919 წლიდან - გენერალი.

1919 წლის 17 ოქტომბერს დათხოვნილ იქნა თადარიგში ავადმყოფობის გამო.

1920 წელს აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ინიციატივით შექმნილი მორწმუნეთა საზოგადოების წევრად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1900), წმ. ანას III (1908) და II (ხმლებით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაფთით, 1915) ხარისხის ორდენებით, წმინდა გიორგის ოქროს იარაღით საბრძოლო დამსახურებისათვის (1914 წლის ნოემბერში სოფ. ოლშანისა და პრჟეჩეს რაიონში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის).

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ლავრენტი_ბალუაშვილი

https://prosopography.iliauni.edu.ge/persons/34957-lavrenti-baluashvili

Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru, 2007.

სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.18

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. -თბ., 2018. გვ. 61-62.


გააზიარე: