შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რუსუდან გორგილაძე![]()
ბიოგრაფიამეცნიერი, ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე დაიბადა 1956 წლის 4 თებერვალს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგის სპეციალობით. 1979-1993 წწ. მუშაობდა ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ნეიროფსიქოლოგად. 1993-1996 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატისა და სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობას იღებდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. 1996–1998 წწ. მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. 1998 წელს, რ. გორგილაძის ორგანიზებითა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის ცენტრისა და კენედის მართვის სკოლის სპონსორობით, ჰარვარდში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს როლი ევრო-აზიურ სატრანსპორტო დერეფანში, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტები". 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჰარვარდის კლუბი საქართველოში, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. 2000–2004 წწ. - საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე. 2006 წელს იუნესკოს განათლების ინსტიტუტის მიწვევით იმყოფებოდა კონსულტანტად ეთიოპიაში. 2007–2010 წწ. - ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი (აშშ) და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2012 წელს გამოიცა მისი წიგნი "კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში" (წიგნი შერჩეულ იქნა "საბას" ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტად), 2013 წელს გამოქვეყნდა ამ წიგნის ინგლისური ვერსია "Savoring Georgia – A Personal Journey through Time and Taste", ხოლო 2018 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Conte Verlag გამოსცა წიგნის გერმანული ვერსია "Georgien – Eine kulinarische Entdeckungsreise". წიგნის სამივე ვერსია არაერთხელ იყო წარდგენილი წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ფრანკფურტში, ლაიფციგში, ლონდონსა და გვადალახარაში. 2021 წელს გამოქვეყნდა რუსუდან გორგილაძის კიდევ ერთი წიგნი, სახელწოდებით - "დიქტატურის გემო". ნაშრომი სამი დიქტატორის – სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე მოგვითხრობს. წიგნი გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული სპეციალურ ნომინაციაში "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში" რუსუდან გორგილაძეს გამოქვეყნებული აქვს სტატიები მსოფლიო პოლიტიკისა და განათლების სისტემის შესახებ (ჰარვარდის, ბერკლის უნივერსიტეტის გამომცემლობები), მასალები, ინტერვიუები ქართული და უცხოური პრესისათვის საკვებისა და კულტურის ისტორიის, პროპაგანდის, ევროპის პოლიტიკური ისტორიისა და სხვა საკითხებზე. 2019 წლიდან ატარებს ლექციებს მენტორის რანგში საქართველოს მედია აკადემიაში. 1998 წელს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონის საპატიო მოქალაქისა და კეთილი ნების ელჩის წოდება. არის ქალაქ ბოსტონის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის (აშშ) წევრი. 2004 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მისი მეუღლეა მეცნიერი, გერმანისტი ალიკო კარტოზია. წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00021920/ https://www.imedi.ge/ge/video/143230/rusudan-gorgiladze-noestan
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |