შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნიკოლოზ ნაცვალოვი![]()
ბიოგრაფიარუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1918) ნიკოლოზ გიორგის ძე ნაცვალოვი (ნაცვლიშვილი). დაიბადა 1883 წლის 5 დეკემბერს. წარმოშობით იყო ყარსის ოლქის მკვიდრ თავადთა წრიდან. დაამთავრა მე-3 მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. 10.08.1903 წ. მიენიჭა კორნეტის ჩინი; 01.09.1906 წლიდან გახდა პორუჩიკი; 1909 წლის 1 იანვრიდან მსახურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში. 01.09.1910 წლიდან იყო შტაბს-როტმისტრი; 1912 წლის 30. 09 მსახურობდა ჩიტის პირველ იმიერბაიკალის კაზაკთა პოლკში, 1915 წლიდან კი იმიერბაიკალის კაზაკთა დივიზიაში დასავლეთის ფრონტზე. 1914 წელს მიიღო პოდიესაულის წოდება; 05.11.1916 წელს გახდა არმიის სტარშინა, ხოლო 25.10.1917 წელს - პოლკოვნიკი; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომსა და რუსეთის სამოქალაქო ომში (თეთრი მოძრაობის მონაწილე). პირველ მსოფლიო ომში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოებული იყო გიორგის იარაღით (1914), ასევე, წმ. გიორგის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო ატამან გრიგორი სემიონოვის განსაკუთრებული მანჯურიული რაზმის შტაბის უფროსი. მეთაურობდა მანჯურიის I კომბინირებულ დივიზიას, ხოლო 1918 წლის 8 დეკემბრიდან ამურის მე-5 საარმიო კორპუსს. ოფიციალური ვერსიით, ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქ. ვლადივოსტოკში მივლინებაში ყოფნის დროს, 1919 წლის 25 მაისს. არსებობს ეჭვი, რომ ის მოკლეს ატამან სემიონოვის კაზაკებმა, ისევე როგორც მისი მეუღლე ზინაიდა ალექსანდრეს ასული, რომელიც გაიტაცეს და მოკლეს 1919 წლის 24 აპრილს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ნაცვალოვი https://ria1914.info/index.php/Нацвалов_Николай_Георгиевич https://ru.wikipedia.org/wiki/Нацвалов,_Николай_Георгиевич#cite_note-3
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |