შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიელების ფეოდალური გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი დიმიტრი გურიელი 1822 წელს დაიბადა. მამა - ქაიხოსრო ბატონიშვილი (გიორგი V გურიელის ვაჟი), დედა - საჯავახოელი ერისთავის ასული ელისაბედი. მათი შვილები იყვნენ მალაქია, დესპინე, დიმიტრი და პელაგია გურიელები. ქაიხოსრო გურიელი უარს ამბობდა რუსეთის მთავრობის ერთგულებაზე, არ ემორჩილებოდა მათ განკარგულებებს და ამის გამო 1820 წელს ცოლ-შვილთან ერთად ოსმალეთში გაიქცა. იქვე გარდაიცვალა 1829 წელს. ამის შემდეგ მისი ცოლ-შვილი,1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ელისაბედ ერისთავი გარდაიცვალა ტფილისში 1844 წლის 26 მაისს. დიმიტრი გურიელი მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში; 1871 წლიდან იყო მეთაური; ამავე წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში; 1876 წლიდან - იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1875). გარდაიცვალა 1882 წლის 17 აგვისტოს. დიმიტრი გურიელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ოზურგეთში. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კავკასიაში მოგზაურობდა პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან. 1873 წელს ოზურგეთში დიმიტრი გურიელმა ააშენა სასახლე თურქულ-აზიურ სტილში. სადაც იღებდა უცხოელ სტუმრებს. სასახლე დღემდეა შემორჩენილი. 1917-1928 წლებში სასახლეში მოქმედებდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. შემდეგ შენობაში განთავსებული იყო სტომატოლოგიური კლინიკა. 1971-1991 წლებში კი ქ. მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მას შემდეგ, რაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა სამხედრო დიდების მუზეუმს და მის შენობაში გადავიდა, სასახლის შენობაში გაიხსნა სამლოცველო, შემდგომში კი - ეკლესია, რომელიც მოქმედებდა 2008 წლამდე, ქალაქის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენებამდე. სასახლის გვერდით შემორჩენილია დამხმარე ნაგებობა, რომელიც სარდაფად, დილეგად და საჯინიბოდ გამოიყენებოდა. შენობა ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართული ქვისაა. ზედა - ხის სართული აღმოსავლეთის მხრიდან აივნითაა გახსნილი. ფასადურად სრულად აქვს შემორჩენილი თავდაპირველი სახე, ინტერიერში შენარჩუნებულია ავთენტური ელემენტები - ძველი კარები, იატაკი და ჭერი. 2008 წელს შენობა გარემონტდა და ამჟამად იქ არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენცია. უკანა მხარეს გაკეთებულია მიშენება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218 https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_გურიელი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |