The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ნაცვლიშვილი

დიმიტრი ნაცვლიშვილი
Date of birth:1 January, 1837
Date of death:27 August, 1911  (at 74 years)
Category:Military Person

Biography

სამხედრო მოღვაწე დიმიტრი დიმიტრის ძე ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) დაიბადა 1837 წლის 1 იანვარს, თბილისში. წარმომავლობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან.

1860 წლიდან ოფიცრად მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში, შემდგომ რუსეთში;

სამხედრო კარიერა: 1864 წ. - პორუჩიკი; 1870 წ. - შტაბს-კაპიტანი; 1874 წ. - კაპიტანი;

1977 წ. -მაიორი; 1880 წ. - პოდპოლკოვნიკი;

1862-1863 წწ. მონაწილეობდა მთიელების წინააღმდეგ კამპანიაში; 

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში;

1880-იან წლების დასაწყისში ირიცხებოდა პერეიასლავლის დრაგუნთა მე-18 პოლკში, 18.08.1882 წლიდან - პერეიასლავლის დრაგუნთა 46-ე პოლკში, 1889 წლიდან კი - პოლკის მეთაური;

1891 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება;

1894 წლის 19 მაისიდან - მე-8 საკავალერიო რეზერვის კადრების უფროსი;

1897 წლის მარტში თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით;

1900-1903 წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლე.

სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბფთით, 1862) და II (ხმლებით, 1877), წმ. ანას III (ხმლებითა და ბაბთით, 1865) და II (ხმლებით, 1878), წმ. ვლადიმირის IV (ხმლებითა და ბაბფთით, 1877) და III (1896) ხარისხის ორდენებით; ასევე, ოქროს იარაღით „მამაცობისთვის“ (1878) და სპარსეთის ლომისა და მზის III ხარისხის ორდენით (1890).

დიმიტრი ნაცვლიშვილი დაოჯახებული იყო. ჰყავდა ხუთი შვილი.

გარდაიცვალა 1911 წლის 27 აგვისტოს.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_ნაცვლიშვილი

http://www.rusgeneral.ru/gen/n/gen_n133a.html


Share: