The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე გველესიანი

ალექსანდრე გველესიანი
Date of birth:5 September, 1857  (167 years)
Date of death:192?
Category:Military Person

Biography

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გველესიანი დაიბადა 1857 წლის 5 სექტემბერს კახეთში, აზნაურის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი;

1875 წლის 30 ნოემბრიდან  იყო  სამხედრო სამსახურში; 

1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში;

1878 წელს ჩაირიცხა ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში, პრაპორშჩიკის ჩინით;

1888 წელს მიიღო პოდპორუჩიკის და მალევე პორუჩიკის წოდება;

1894 წლიდან იყო ზაქათალის ოკრუგის კახის რაიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1898 წლიდან - ზაქათალის ოკრუგის უფროსის უმცროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, 1902 წლიდან ზაქათალის ოკრუგის უფროსის უფროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი;

1895 წელს გახდა შტაბს-კაპიტანი, ხოლო 1898 წელს - კაპიტანი;

1905 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1909 წელს კი პოლკოვნიკის წოდება;

1906-1915 წწ. მსახურობდა ანდის ოკრუგის უფროსად; 

I მსოფლიო ომის დროს, 1915-1917 წწ., იყო კავკასიის არმიის სამხედრო კომუნიკაციების სამმართველოს საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი;

1917 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება;

1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში (საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი);

დაჯილდოებული იყო  წმ. სტანისლავის II (1906), წმ. ანას II (1912), წმ. ვლადიმერის IV (1913) და III (1914) ხარისხის ორდენებით.

მიღებული ჰქონდა იმპერატორის მადლობა საომარი მოქმედებების დროს წარჩინებული სამსახურისთვის (1916).

ცოლად ჰყავდა თამარ (ვარვარა) დავითის ასული ჭავჭავაძე. მათი შვილები იყვნენ მხატვარი დავით გველესიანი (1890-1949) და პოლკოვნიკი რომან გველესიანი (1888-1949).  ალექსანდრე გველესიანის უმცროსი ძმა იყო მხატვარი რომანოზ გველესიანი (1859-1884).

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_გველესიანი

http://www.grwar.ru/persons/person/4488


Share: