The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ნაცვალოვი

დავით ნაცვალოვი
ოფიციალური სახელი:დავით ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1915  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო მოღვაწე დავით მალაქიას ძე ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) დაიბადა 1959 წლის 8 ნოემბერს, ქ. თბილისში. წარმომავლობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 

1878 წლის 11 აგვისტოდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში; 

1879 წელს დაამთავრა პავლეს I სამხედრო სასწავლებელი, შემდეგ ოფიცერთა საარტილერიო სკოლა;

ჰქონდა წარმატებული სამხედრო კარიერა: პრაპორშჩიკი (08.08.1880); პოდპორუჩიკი (08.08.1881); პორუჩიკი (08.08.1885); შტაბს-კაპიტანი (08.08.1891); კაპიტანი (28.07.1896);

პოდპოლკოვნიკი (29.08.1904);

სხვადასხვა დროს მსახურობდა: 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, კავკასიის სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში, 21-ე საარტილერიო ბრიგადაში;

1912 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება;

მეთაურობდა 21-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს (20.12.1912); მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე 1915 წლის 20 სექტემბერს;

1916 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება (სიკვდილის შემდეგ); 

დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის II (1904), წმ. ანას II (1909), წმ. ვლადიმირის IV (ხმლებითა და ბაბფთით) და III (ხმლებით, ორივე 1915), წმ. გიორგის IV (სიკვდილის შემდეგ, 1916) ხარისხის ორდენებითა და გიორგის იარაღით (1915; 1914 წლის ნოემბერში სოფ. ლგოტ-მურავანთან ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის);

ცოლად ჰყავდა თამარ (თალალა) გიორგის ასული ქსნის ერისთავი (1863-1920).

 წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ნაცვლიშვილი_(სამხედრო)

რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru 


გააზიარე: