შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ბერნარდ გრდზელოვი![]()
ბიოგრაფიამეცნიერი, ეგვიპტოლოგი ბერნარდ გრდზელოვი (ფრანგ. Bernhard Grdseloff) დაიბადა 1915 წლის 1 ივლისს, კაიროში. წარმოშობით ქართველი იყო, გვარად გრძელაშვილი. მისმა მშობლებმა საქართველო რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დატოვეს. ახალციხიდან ყოფილან, რწმენით - კათოლიკეები. საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მერე კი ეგვიპტეში დასახლდნენ. ბერნარდმა ეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლუდვიგ ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალებისა, ბერნარდ გრდზელოვმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეგვიპტოლოგიაში. ცნობები მის შესახებ მოცემულია ეგვიპტოლოგთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში („ჰუ იზ ჰუ ინ იჯიპტოლეჯი“. ლონდონი, 1972). ნიჭიერებასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერი შესაშური შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი არ წყვეტდა მუშაობას. სიცოცხლეში გამოაქვეყნა სამი მონოგრაფია და ოცი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ დაიბეჭდა შვიდი წერილი, რომლებიც სარეცელზე მიჯაჭვულმა უკანასკნელი ძალების დაძაბვით დაასრულა. ბერნარდ გრდზელოვის გამოკვლევები ეხება პირამიდების ეპოქის ეგვიპტის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. მეცნიერის რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. ცოლად ჰყავდა დოროთი მეტლიცკი, ინგლისური ენის პროფესორი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი). ბერნარდის და ამერიკაში ცხოვრობდა, ხოლო ძმა საფრანგეთში. იგი მხატვარი იყო და გრეზელოს გვარს ატარებდა. ბერნარდ გრდზელოვი გარდაიცვალა 1950 წლის 8 ოქტომბერს, კაიროში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ბერნარდ_გრდზელოვი https://georgianencyclopedia.ge/ka/form/939 ჯაფარიძე გოჩა. ბერნარდ გრდზელოვის გახსენება // სამშობლო. თბილისი, 1979. ნოემბერი. N4 (485). - გვ.2
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |