The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე მანსურაძე

ივანე მანსურაძე
დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:1985  (164 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კავკასიის ომის გმირი ივანე დავითის ძე მანსურაძე (მანსურაძევი)დაიბადა 1821 წელს, საქართველოში. განათლება კერძო სასწავლებელში მიიღო.

1830-იანი წლებიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. ოფიცრის პირველი ჩინი 1939 წლის 19 დეკემბერს მიანიჭეს;

მონაწილეობას იღებდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში;

1850 წლიდან იყო ეგერთა (კურინის) პოლკის კარაბინერთა ასეულის მეთაური;

1852 წლის 6 იანვარს დააწინაურეს მაიორად;

1853–1856 წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მეთაურობდა კურინის პოლკის მე-2 ბატალიონს;

1855 წლის 5 იანვარს მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი;

1958 წლის 12 მაისიდან 1863 წლამდე მეთაურობდა კავკასიის მე-12 სახაზო ბატალიონს;

1861 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება;

1863-1866 წწ. ხელმძღვანელობდა ტამანის 150-ე ქვეითთა პოლკს;

1872 წლის 14 აგვისტოს უბოძეს გენერალ-მაიორის ჩინი;

1875–1881 წწ. ირიცხებოდა საარმიო ქვეითებში კავკასიის სამხრეთ ოლქის ჯარების შტაბში;

1876 წლიდან იყო იმპერატორის ამალის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი;

1881 წელს გადადგა სამსახურიდან. 

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: 1852 - წმინდა გიორგის IV,

1853 - წმინდა ვლადიმირის IV (ხმლებითა და მშვილდით) და 1857 - წმინდა სტანისლავის II (ხმლებით) ხარისხის ორდენები; 1858 - ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისთვის"; 1871 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი და სხვ.;

ივანე მანსურაძე გარდაცვლილია რუსეთში 1885 წ-ის შემდეგ.

წყარო: 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/29813?post=

https://cyclowiki.org/wiki/ Мансурадзе,_Иван_Давидович


გააზიარე: