The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე მურუსიძე

ივანე მურუსიძე
Date of birth:28 January, 1958  (67 years)
Category:Physicist

Biography

ფიზიკოსი ივანე მურუსიძე დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით. 1983 წელს – მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია თეორიულ და მათემატიკურ ფიზიკაში თემაზე: ”სოლიტონების მიერ დაბალსიხშირული ტალღების გამოსხივება პლაზმაში”.

1984 წლიდან მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1992-2006 წწ. იყო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1995-2000 წლებში კვლევებს ატარებდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში იტალიაში (ცენტრის ასოცირებული წევრი). 1999-2002 წლებში მილანის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში,  როგორც მიწვეულმა მკვლევარმა, შეასრულა კვლევითი პროექტები ლაზერ‑პლაზმის ურთიერთქმედების პრობლემებზე, მათ შორის – პროექტი ნატოს ინდივიდუალური გრანტის ფარგლებში.

1998 წლიდან ჩაერთო მიკრობული ფლორის მძიმე მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოტექნოლოგიური პრობლემების კვლევაში - ფიზიკის ინსტიტუტში ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიასთან (აშშ) თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში, რაც უკავშირდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული გარემოს ბიორემედიაციის პრობლემებს.

უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი აგრძელებს კვლევებს ნანობიოტექნოლოგიის მიმართულებით, რაც მოიცავს არქაე მიკროორგანიზმების მიერ კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების ბიოსინთეზს.

2006-2007 წლებში იულიხის კვლევითი ცენტრის გამოყენებითი მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (გერმანია) ახორციელებდა კვლევებს ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედების პრობლემებზე.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იყო ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (2007-2009). არის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.

ივანე მურუსიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ნანოსტრუქტურების, დაბალგანზომილებიანი სისტემების და ატომური კლასტერების სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები; ბაქტერიული და არქაე მიკროორგანიზმების მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოფიზიკა; კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი; ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედება; ულტრაინტენსიური ლაზერული იმპულსების რელატივისტური ოპტიკა პლაზმაში; ლაზერ-პლაზმური ამაჩქარებლები; კოჰერენტული სტრუქტურების გენერაცია და დინამიკა არაწრფივ დისპერსიულ გარემოში; კომპიუტერული მოდელირება, ალგორითმები და რიცხვითი მეთოდები.

2008-2009 წლებში იყო „ტემპუსის“ ერთობლივი ევროპული პროექტის – “Application of the Tuning Approach in the Georgian Higher Education System” – ფიზიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი-ექსპერტი.

წყარო: 

https://tsu.ge/ka/library/lib-authors/10372

https://faculty.iliauni.edu.ge/business/murusidze-ivane/


Share: