შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიაშორეული ნაოსნობის კაპიტანი მიხეილ ცქიტიშვილი დაიბადა 1946 წლის 24 დეკემბერს ქ. როსტოკში (გერმანია); 1971 წელს დაამთავრა ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით; 1971-1980 წწ. სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე მსახურობდა კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ, ასევე, შორეული ნაოსნობის შტურმანად; 1980 წელს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 1980-1993 წწ. მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟებს; 1987 წელს საბერძნეთის პორტ პირეოსში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა სანაოსნოს ახალი ტანკერი «თბილისი», რომელსაც მომდევნო წლებში თავად მეთაურობდა; სსრკ-ს დაშლის შემდეგ მიხეილ ცქიტიშვილმა საზღვაო სფეროში საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო; 1993-1996 წწ. იგი იყო ბრიტანეთში დაფუძნებული ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის ჯერ კაპიტანი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორი; 1996-2004 წწ. მუშაობდა სხვადასხვა ბრიტანული საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ მრჩეველ-მენეჯერად, საზღვაო ექსპერტად, ინსპექტორად და სუპერინტენდანტად; 2004-2007 წწ. მსახურობდა ბერძნული სანაოსნო კომპანია «JLJ Maritime S.A»-ს მმართველ-დირექტორად; 2007-2011 წწ. იყო საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებული კომპანია «Argomar S.A»-ს მფლობელი და დირექტორ-განმკარგულებელი; 2011-2014 წწ. - ჰოლანდიური საზღვაო კომპანია «MMTT Holding B.V»-ს კონსულტანტი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016564/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |