The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბექთაშ ხან გურჯი

Legal name:მირიმანიძე
Date of birth:1594
Date of death:1639  (at 45 years)
Category:Military Person

Biography

სეფიანთა იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, ბექთაშ ხან გურჯი დაბადებულა 1594 წელს. გვარად მირიმანიძე გახლდათ. ბიძამისი იყო მირმან მირიმანიძე, იგივე სეფიყული-ხანი.

1631-1638 წლებში, შაჰ-სეფი I-ის მმართველობის პერიოდში ბექთაშ ხანი იყო ბაღდადის მმართველი.

ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებში ოსმალეთსა და უზბეკეთში.

მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის ომში (1623-1639). ეს იყო მეოთხე და ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა ირანს შორის, რომელიც წარიმართა არაბული ერაყისა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიების მისათვისებლად.

ომის პირველ ეტაპზე ბექთაშ ხანმა წარმატებით უსარდლა სპარსელთა არმიას, 1626 წელს სამცხის აღმოსავლეთ ნაწილიდან განდევნა ოსმალები, თუმცა 1632 წლიდან ვითარება შეიცვალა და უპირატესობა ოსმალთა მხარეს გადავიდა. მათი მთავარი სამიზნე ქალაქი ბაღდადი იყო. 

1634 წელს მურად IV-მ განაახლა ომი სეფიანებთან არაბული ერაყის ხელში ჩასაგდებად.

გარკვეული წარმატებების შემდეგ ოსმალები ბაღდადს მიადგნენ. სეფიანებს არმიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ჰყავდათ გამაგრებული. ბაღდადზე ალყა 40 დღემდე გაიწელა. 1638 წლის დეკემბერში ქალაქი დაეცა. ბექთაშ ხანმა თავს გაქცევით უშველა.

გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, 1639 წელს. ზოგიერთი ირანელი ისტორიკოსის ცნობით, ის სეფი I-მა სიკვდილით დასაჯა.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ბექთაშ-ხან_გურჯი

https://ka.wikipedia.org/wiki/ირან-ოსმალეთის_ომი_(1623-1639)


Share: