შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ მამიაშვილი![]()
ბიოგრაფიამსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე მიხეილ მამიაშვილი დაიბადა 1963 წლის 21 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ კონოტოპში (სუმის ოლქი). მამა, გერაზი მამიაშვილი (1937-1997) ხაშურში დაიბადა. სამხედრო სამსახურს ყაზახეთში გადიოდა. იქ გაიცნო ვერა კრივუნი, ყამირზე კომკავმირული საგზურით ჩასული უკრაინელი გოგონა. ახალგაზრდებს შეუყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ვერას სამშობლოში, უკრაინის ქალაქ კონოტოპში დასახლდნენ. მიხეილ მამიაშვილმა ჭიდაობა 13 წლის ასაკში დაიწყო. 1978 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მოსკოვის „შრომითი რეზერვების“ პირველი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის მოსწავლე გახდა. ჭიდაობაში მეცადინეობა მწვრთნელ ერიკ ზადიხანოვთან განაგრძო. შეჯიბრებებზე „შრომითი რეზერვების“ სპორტული საზოგადოების სახელით გამოდიოდა. 17 წლისამ შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი; 1981 წლიდან გახდა სპორტული საზოგადოება ცსკა-ს წევრი; 1982 წელს გაიმარჯვა საკავშირო ახალგაზრდულ თამაშებში. მომდევნო 1983 წელს მან მოახერხა ერთდროულად რამდენიმე პირველი ადგილის მოპოვება: ყველა მეტოქე დაამარცხა ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ბულგარეთში - მიკოლა პეტროვის მემორიალზე, გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში იუნიორთა შორის და მოიგო სსრ კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადა; იმავე წელს მიხეილ მამიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც კიევში გაიმართა. ის ყველაზე ახალგაზრდა იყო მონაწილეთა შორის. მსაჯებმა მიხეილი ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ აღიარეს და პირველი ადგილი მიაკუთვნეს; 1984 წელს გახდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების შეჯიბრების გამარჯვებული და მოიგო სსრკ ჩემპიონატი; მიხეილ მამიაშვილი არის ოლიმპიური ჩემპიონი (1988, სეული), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1983, 1985, 1986), ორგზის მეორე ადგილის მფლობელი (1989-1990), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1986, 1988, 1989) და ორგზის მესამე პრიზიორი (1984, 1985), მსოფლიო თასის მფლობელი (1985), ორგზის სსრკ ჩემპიონი (1984, 1988); 1988 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება; 1990 წელს დაამთავრა ომსკის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი; 1991 წელს სპორტული კარიერა დაასრულა და მუშაობა დაიწყო რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; ოლიმპიადაზე, რომელიც 1992 წელს გაიმართა, ყოფილი მოჭიდავე გახდა დსთ გაერთიანებული გუნდის მთავარი მწვრთნელი; 1998 წელს მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება; გამოქვეყნებული აქვს მთელი რიგი სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომები და პუბლიკაციები; 1998-2002 წწ. - სპორტული საზოგადოება ცსკა-ს ხელმძღვანელი; რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (1995) და პრეზიდენტი (2001); რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2001); ფლობს მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავის ოქროს ქამარს (1986, 1988); მიღებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები:“ხალხთა მეგობრობის ორდენი“ (1989): "ღირსების ორდენი“ და სხვ.; აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; მიხეილ მამიაშვილის ოჯახი შედგება მეუღლის, სამი ქალიშვილისა და ორი ვაჟისგან. წყარო: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/29719 https://ru.wikipedia.org/wiki/Мамиашвили,_Михаил_Геразиевич დიმოვი, იან. ქართველი კონოტოპიდან // საქართველოს ფალავნები / იან დიმოვი. - თბილისი, 1987. - გვ.260-266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |