The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ გურიელი

Date of birth:7 October, 1861
Date of death:1919  (at 57 years)
Category:Military Person

Biography

გურიის მთავრების შთამომავალი, მამია V გურიელის შვილთაშვილი ვასილ გურიელი დაიბადა 1861 წლის 7 ოქტომბერს, ქ. ოზურგეთში. მამა - გენერალ-ლეიტენანტი ლევან დავითის ძე გურიელი (1824-1888), დედა - სოფიო ვასილის ასული ბებუთაშვილი (? - 1904). ორივე მშობლის მხრიდან ყველა უახლოესი მამაკაცი წინაპარი რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა.

ვასილ გურიელმა დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი;

1871-1881 წწ. იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარის პაჟი;

1914-1917 წწ. - განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი კავკასიის მეფისნაცვალთან; სხვადასხვა დროს მსახურობდა 45-ე დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხრეთ ოლქის შტაბში;

1917 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ–მაიორის წოდება;

სამხედრო ჯილდოები: წმ. ვლადიმირის, წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

დაქორწინებული იყო მარია გურიელზე. 1893 წლის 18 თებერვალს შეეძინათ ქალიშვილი, ქსენია გურიელი (გათხოვების შემდეგ - კრასილნიკოვა).

ვასილ გურიელი გარდაიცვალა 1919 წელს.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_გურიელი

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218


Share: