The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან გურიელი

ლევან გურიელი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1824
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1888  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშუეთის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის შვილიშვილი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორ გიორგი გურიელის ძმა, სამხედრო მოღვაწე ლევან დავითის ძე გურიელი დაიბადა 1924 წლის 29 თებერვალს, ოზურგეთში.

იზრდებოდა მთავრის კარზე. თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების  შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში;

1844-1851 წწ. იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში (საკორდონო ხაზზე), ჩანჩეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო;

1852-1853 წწ. -  ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი;

ყირიმის ომის დროს (1853-1856) მეთაურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში შემავალ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს, რომელშიც 18 ქვეითი, 10 ცხენოსანი ასეული და მხოლოდ თავად-აზნაურთაგან დამატებით დაკომპლექტებული ორი ცხენოსანი რაზმი შედიოდა;

1853-1854 წწ. მიჯნაზე სოფელ შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს ნიგოთისა (1855 წლის 27 მაისი) და ჩოლოქის (27 ივლისი) ბრძოლებში;

1856 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1865 წელს - გენერალ-მაიორის წოდება;

ლევან გურიელის სამხედრო გამოცდილება კიდევ ერთხელ გამოვლინდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. ამ ომში ის მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში;

1879 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ;

ლევან გურიელი ნაყოფიერად მონაწილეობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას.

სამხედრო კარიერის მანძილზე მიღებული ჰქონდა წმინდა ანას, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

ქორწინებაში იმყოფებოდა სოფიო ვასილის ასულ ბებუთაშვილთან (ბებუთოვა). ჰყავდა 1 ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. სამხედრო პირი იყო  მისი ვაჟიც. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვასილ გურიელი.

ლევან გურიელი გარდაიცვალა 1888 წლის 11 მაისს, თბილისში. დაკრძალულია ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26948

 

 

 

 

 

 

 


გააზიარე: