The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ჯაფარიძე

ალექსანდრე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მოსკოვ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­არ­დე­რი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე და­ი­ბა­და 1955 წლის 20 ივლისს მა­ჰა­ჩყა­ლა­ში (დაღესტანი). საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა.

ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკა-მათემატიკით და ხშირად იმარჯვებდა სასკოლო ოლიმპიადებში, ამიტომ, ბუნებრივია რომ სწავლის გაგრძელება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გადაწყვიტა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უნივერსიტეტში გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვერ შეძლო და ამის შემდეგ მიაშურა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტს, სადაც ჩაირიცხა გეოფიზიკის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტი 1977 წელს დაამთავრა და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა. გეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა ცენტრალური გეოფიზიკის ექსპედიციის ფარგლებში. შემდეგ, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელობდა საბჭოთა-იაპონურ წარმოებას, თუმცა მისი ბიზ­ნე­სი ძი­რი­თა­დად ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა.

ალექსანდრე ჯაფარიძე გეოლოგიისა და მინერალების მეცნიერებათა კანდიდატია.

ბიზნესმენმა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. 1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც დაინტერესებულ კომპანიებს სრულ მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში.

2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შე­ი­ძი­ნა Lukoil-ის შვილობილი კომ­პა­ნია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც 2007 წელს და­ა­არ­სა Eurasia Drilling Company (EDC).

2017 წელს კომ­პა­ნი­ის 51% შე­ი­ძი­ნა "შლუმ­ბერ­გერ­მა" 1.7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად, რაც მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა იყო.

დღეს, Eurasia Drilling Company, რომლის პრეზიდენტიც ალექსანდრე ჯაფარიძეა რუ­სე­თის უდი­დე­სი სა­ბურ­ღი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რია და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 22 000 ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა, ჯა­ფა­რი­ძეს არა­ერ­თი სხვა ბიზ­ნე­სი და პრო­ექ­ტიც აქვს, რაც მის გავ­ლე­ნას და წარ­მა­ტე­ბას უფრო აძ­ლი­ე­რებს.

ბიზნესმენი რჩე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად. მისი კომპანიის წილი რუსეთში ნავთობმოპოვების სამუშაოების თითქმის 20%-ს შეადგენს, ხოლო მის დამკვეთებს შორის არიან ისეთი ცნობილი ნავთობკომპანიები, როგორიცაა "ლუკოილი", "როსნეფტი", "გაზპრომნეფტი" და სხვა უმსხვილესი კომპანიები.

ალექსანდრე ჯაფარიძის მეუღლეა კარა დე ლა პე­ნი­ა. მათ ხუთი შვი­ლი ჰყავთ: გი­ორ­გი, ვანო, იუ­ლია, ნანა და ასია. ყველანი მამის კომპანიის აქციონერები არიან.

ბიზნესმენის უფროსი ვაჟი, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდ WinterSky-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. კომ­პა­ნია მან მა­მის, კუთ­ვნი­ლი Eurasia Drilling-ის ყო­ფილ მე­ნე­ჯე­რებ­თან ერ­თად შექ­მნა. 2014 წელს გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის WinterSky-მ ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნია SomaOil & Gas-ში 50 მლნ დო­ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამ უკა­ნას­კნელს სო­მა­ლის მთავ­რო­ბის­გან გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ლი­ცენ­ზია აქვს. 2015 წელს ჰი­უს­ტონ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა Coastline Exploration-მა, რომ­ლის ­აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რიც გიორგი ჯა­ფა­რი­ძეა, Soma Oil and Gas-ის ბიზ­ნეს-ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თა­ვის თავ­ზე აიღო და სო­მა­ლის შელფ­ზე წარ­მო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას (Production Sharing Agreement-PSA) მი­მარ­თა, რო­მე­ლიც ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

წყარო:

https://www.ambebi.ge/article/318374-rusetshi-mcxovrebi-kartveli-biznesmenis-cxovreba-pu/

https://kvirispalitra.ge/article/15270-kidev-erthi-qarthveli-miliarderis-qbriliantis-ocnebaq/


გააზიარე: