The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ მაყაშვილი

ნიკოლოზ მაყაშვილი
სხვა სახელი:კოლა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1890
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1920  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ (კოლა) მაყაშვილი დაიბადა 1890 წლის 3 მარტს, გენერალ აბელ მაყაშვილის ოჯახში. წარმოშობით იყო სოფელ იყალთოდან (თელავის მაზრა). ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა.

საშუალო განათლება ციმბირის კადეტთა კორპუსში მიიღო, ხოლო შემდეგ წარმატებით დაამთავრა პავლეს სამხედრო სასწავლებელი, რუსეთის იმპერიის არმიის პორუჩიკის წოდებით. სამსახური დაიწყო პოლონეთში ქალაქ ალიტში მდგარ სამხედრო ნაწილის არტილერიაში.

შემდგომში იყო 43-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი და მე-2 დივიზიონის ადიუტანტი. 

1916-1917 წწ. კოლა მაყაშვილი სწავლობდა სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელსა და კავკასიის სამხედრო საავიაციო სკოლაში. 

1914-1917 წლებში კავკასიის ფრონტზე მოქმედებდა რუსეთის იმპერიის რამდენიმე საავიაციო რაზმი, რომლებიც 1916 წლიდან კავკასიის ავიაპარკში (Кавказский авиапарк) გაერთიანდნენ.

ნიკოლოზ მაყაშვილი, როგორც საუკეთესო მფრინავი სწავლების ინსტრუქტორად დატოვეს  სევასტოპოლის ავიაციის სამხედრო სასწავლებელში, ხოლო რამდენიმე თვეში დანიშნეს სამხედრო ავიაციის სკოლის უფროსად ქ. სიმფეროპოლში.

რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ახალგაზრდა მფრინავი სამშობლოში დაბრუნდა. 1918 წლის ნოემბრიდან, იგი ჯერ საქართველოს ავიაციის სამხედრო სკოლის  უფროსი გახდა, მაიორის წოდებით, 30 წლის ასაკში კი  რესპუბლიკის სამხედრო საავიაციო გუნდის  ხელმძღვანელობაც ანდეს. მონაწილეობდა ბრძოლებში გაგრის, ახალციხის ფრონტებზე, ომებში სომხეთთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან.

მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი დაიღუპა სამხედრო თვითმფრინავის საცდელი ფრენის დროს, 1920 წლის 12 აგვისტოს, თბილისის მახლობლად. დაკრძალეს სრული სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, დიდუბის ეკლესიის ეზოში.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_მაყაშვილი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com

შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com

ჩიტოშვილი სოსო. ნიკოლოზ ბალოს ძე მაყაშვილი [ნეკროლოგი] // სახალხო საქმე. თბილისი, 1920. 14 აგვისტო. N901. გვ.3


გააზიარე: