შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ტრიფონ ენუქიძე![]()
ბიოგრაფიასაბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე ტრიფონ (სიმონ) თეიმურაზის ძე ენუქიძე დაიბადა 1877 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისში. 1899 წლამდე მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ქარხანაში მუშად. ამავე წლის ბოლოს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. შექმნა არალეგალური წრეები ქარხანა "ვოტანში"; პარტიული ფსევდონიმი - „შავი სიმონი“; 1902 წელს გადავიდა ეკატერინოსლავში, ბრიანსკის ქარხანაში ზეინკლად, სადაც კვლავ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა; ლადო კეცხოველისა და აბელ ენუქიძის დაპატიმრების შემდეგ, 1903 წელს ჩამოვიდა საქართველოში არალეგალური სტამბის მოსაწყობად; 1903-1905 წლებში მუშაობდა არალეგალურ სტამბაში - „ნინა“, ბაქოში; 1903 წელს ბაქოს პატარა ლეგალური სტამბის, "არორას" პატრონის ფირმის სახელზე ლაიფციგიდან ახალი სახის მსწრაფლმბეჭდავი მანქანა გამოიწერა. სტამბა 1905 წელს დაიხურა; პარტიული განხეთქილებისა და ბოლშევიკური მუშაობის გააქტიურების მიზნით, 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიული(ბ) ცენტრალური კომიტეტის დავალებით, ტრიფონ ენუქიძე მოსკოვში ჩავიდა, გახსნა საიდუმლო სტამბა, სადაც იბეჭდებოდა რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ჟურნალი "Рабочий", პროკლამაციები და პარტიის პროგრამები; მოსკოვში სტამბის მოწყობის შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში ყუმბარების წარმოებისა და დამზადების შესასწავლად; რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული; 1906 წელს დააპატიმრეს ვლადიმერ კორძაიას სახელით და გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა; ჰქონდა მეორე ყალბი პასპორტიც, გიორგი ლეჟავას სახელზე; 1909-1912 წლებში კვლავ ბაქოში მუშაობდა, სადაც დაიჭირეს და სამი წლით კავკასიიდან გაასახლეს; რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს დაინიშნა მოსკოვში სრულიად რუსეთის საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სტამბის მმართველად და პეტროგრადის საევაკუაციო კომიტეტის წევრად; 1919-1937 წლებში იყო სახელმწიფო ნიშნების ფაბრიკების „გოზნაკის“ დირექტორი; ტრიფონ ენუქიძე რეპრესირებულია. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით და იმავე წლის 26 ნოემბერს დახვრიტეს. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს. დაკრძალულია დონის მონასტრის ტერიტორიაზე, მოსკოვში. იმედაშვილი, ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, ტ. II ე-ლ. - თბ., 2021. გვ. 53. https://ka.wikipedia.org/wiki/ტრიფონ_ენუქიძე ენუქიძე ტრიფონ (სიმონ) თეიმურაზის-ძე (1879-1937) // კომუნიზმის დროშა. - ამბროლაური, 1967. - 13 ივლისი sovrhistory.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |