The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ომარ ბილონაშვილი

ომარ ბილონაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი

ბიოგრაფია

ომარ ბილონაშვილი დაიბადა 1972 წლის 14 თებერვალს, სოფელ ქვემო ქედში (დედოფლისწყაროს რაიონი). 

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2000-2001 წლებში სწავლობდა: NY, NY, "Spanish-American institute"-ში.

სამუშაო გამოცდილება: 1992-1999 შპს "ვაზი"- დამფუძნებელი; 1999-2004 - აშშ, გამოგონებები; 2004-2012, ინდ. მეწარმე, IT კერძო სკოლა; 2012-2023 - საქართველოს გამომგონებელთა კლუბი - დამფუძნებელი, CEO; 2024 - USinvents inc. Pennsylvania - დამფუძნებელი, CEO; 

ომარ ბილონაშვილს აქვს დაპატენტებული გამოგონებები, დიზაინები, სტატიები, პრეზენტაციები და ა.შ.; არის ავტორი სტატიისა - "იაფი სესხი მითი თუ რეალობა"( ჟურ. "ბიზნესი და კანონმდებლობა", 2008 №17);

საქართველოს გამომგონებელთა კლუბის პრეზიდენტი (2012-)

გამომგონებელთა მსოფლიო ფედერაციის (IFIA) წევრი - ifia.com;

გამომგონებელთა საერთაშორისო გამოფენების და კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი; 

დაჯილდოებულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლებითა და სხვა საპატიო ჯილდოებით (უკრაინა, აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, თურქეთი, კანადა და ა.შ.); 

"ოქროს საწმისი ექსპო"= "Golden Fleece Expo" - დამფუძნებელი, "დიდი ქართული წიგნი" პროექტის ავტორი; 

2023 წლიდან ცხოვრობს აშშ - ში. აქტიურად მონაწილეობს საგამომგონებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

2024 წელს Pennsylvania შტატში და NY - ში დააფუძნა საგამომგონებლო ტექნოლოგიური კომპანია USinvent inc. 

წყარო: 

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010217/

ვებ-გვერდი: "საქართველოს გამომგონებელთა კლუბი" (geoinventclub.org.ge


გააზიარე: