The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ ვასაძე

ვახტანგ ვასაძე
Date of birth:24 March, 1979  (46 years)
Category:Businessmen

Biography

ვახტანგ ვასაძე დაიბადა 1979 წლის 24 მარტს, კიევში, ბიზნესმენ ტარიელ ვასაძის ოჯახში. დედა - შორენა შელია, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი.

2001 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრი.

ფლობს უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, ქართულ ენებს.

ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩაერთო ბიზნესში. რიგით თანამშრომლად დაიწყო მუშაობა მამის ერთ-ერთ კომპანიაში.

2000 წლიდან მუშაობდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში „მერსედესის“ სერვისის მენეჯერად, 2001 წლიდან - „ხრეშატიკის კვადრატის’ გენერალურ დირექტორად, 2003 წლიდან კი - „უკრაინის საავტომობილო კორპორაციის“ გენერალურ დირექტორად. ასევე არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ვახტანგ ვასაძე დაოჯახებულია. მისი მეუღლეა თიკო გაბრიჩიძე. მათ ჯვარი თბილისში დაიწერეს, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულებულები პატრიარქმა დალოცა.

დღეს, ვახტანგ ვასაძე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელია და დასთან, ნინო ვასაძესთან ერთად ღირსეულად უძღვება ოჯახურ ბიზნესს.

წყარო:

ვასაძე კახა. ვასაძეთა შესახებ/ კახა ვასაძე, ნუგზარ ასათიანი. - თბილისი, 2015. გვ. 37

https://en.wikipedia.org/wiki/Tariel_Vasadze


Share: