The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო ვასაძე

ნინო ვასაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ნინო ვასაძე დაიბადა 1985 წლის 27 მარტს, კიევში, ბიზნესმენ ტარიელ ვასაძის ოჯახში. დედა - შორენა შელია, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი.

დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრი.

ფლობს უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებს.

უმაღლესი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემდეგ იგი მამის საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო. მუშაობა დაიწყო ,,უკრავტოს" ფინანსურ განყოფილებაში. და არცთუ მცირე წარმატებას მიაღწია.

ახალ­გზარ­და ბიზ­ნეს­ლე­დი კომ­პა­ნია "ფალ­კონ-ავ­ტოს" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რია და

ამა­ვე დროს, 2012 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის, „უკ­რავ­ტოს“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბჭოს.

ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" იგი რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.

წყარო: 

https://www.ambebi.ge/article/160788-5-carmatebuli-axalgazrda-kartveli-biznesmeni/

https://kvirispalitra.ge/article/15909-qarthveli-miliarderis-qkuzianiq-avto/

ვასაძე კახა. ვასაძეთა შესახებ/ კახა ვასაძე, ნუგზარ ასათიანი. - თბილისი, 2015. გვ. 38


გააზიარე: