შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხაილ თუშმალოვი![]()
ბიოგრაფიარუსეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, დირიჟორი და კომპოზიტორი მიხაილ მაკარის ძე თუშმალოვი (თუშმალიშვილი) დაიბადა 1961 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია (1882). დაწყებითი მუსიკალური განათლებაც მშობლიურ ქალაქში მიიღო და 1882 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიაში ვიოლინოზე დაკვრის კლასში. როგორც დასტურდება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში ნაპოვნი მასალებით და პრესაში არსებული ზოგიერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კონსერვატორიაში დაეუფლა ორ სპეციალობას. 1885 წელს მან წარმატებით დაასრულა ვიოლინოს კურსი პროფესორ ლ. აუერთან, 1985-1989 წლებში კი სწავლობდა კომპოზიციის თეორიას კომპოზიტორ ნ.რიმსკი-კორსაკოვთან. სწავლის პარალელურად, 1887-1889 წლებში მუშაობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ვიოლინოს პედაგოგად. ნ. რიმსკი-კორსაკოვი თავშეკავებულად საუბრობდა მიხაილ თუშმალოვის კომპოზიტორულ ნიჭზე. როგორც მუსიკოსს მას უპირველესად დირიჟორად და ინსტრუმენტალისტად ხედავდა. 1989 წელს, როგორც მეორე დირიჟორი (ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ - კაპელმაისტერი) ის თანამშრომლობდა კიევის ოპერის თეატრთან. კიევში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის რეკომენდაციით მიიწვიეს ვარშავის სახელმწიფო დიდი ოპერის თეატრის დირიჟორად, სადაც მოღვაწეობდა 1889-1893 წწ. მეორე კაპელმაისტერის თანამდებობაზე. მიხაილ თუშმალოვის მიერ ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის გადატანილია პ. ჩაიკოვსკის "შემოდგომის სიმღერა" (თზულება 37, N 11); გაორკესტრებულია მ. მუსორგსკის "სურათები გამოფენიდან" (1888 წელს, 8 პიესა). ეს საორკესტრო ვერსია პირველად შესრულდა პირველ რუსულ იმფონიურ კონცერტზე ნ. რიმსკი-კორსაკოვის ხელმძღვანელობით (სანქტ-პეტერბურგი, 1891 წლის 30 ნოემბერი). მიხაილ თუშმალოვი დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს პავლოვსკის მუსიკალურ სადგურზე (პეტერბურგი). 1893 წლიდან იყო ტფილისის ოპერის თეატრის დირიჟორი და აქვე გარდაიცვალა 1896 წელს (სხვა წყაროების მიხედვით თბილისში არ დაბრუნებულა). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 212 https://ru.wikipedia.org/wiki/Тушмалов,_Михаил_Макарьевич https://nobility.pro/ru/statya/1254-tushmalishvili-mikhail-makarovich.html https://www.conservatory.ru/esweb/tushmalov-tushmalishvili-mikhail-makarovich-1861-1896
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |