The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაქარია დევდარიანი

დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:1907  (-29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ზაქარია (შაქრო) დავითის ძე დევდარიანი (დევდორიანი) დაიბადა 1836 წელს თბილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1848 წელს რიგითად თბილისის ეგერთა პოლკში. 1850 წელს უნტერ-ოფიცრად გადაიყვანეს ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში. იმავე პოლკში მსახურობდა მისი ძმაც, შემდგომში მაიორი ნიკოლოზ დევდარიანი.

მონაწილეობდა ბრძოლებში ლეკების წინააღმდეგ (1849-1850), ყირიმისა (1853-1856) და რუსეთ–ოსმალეთის (1877-1878) ომებში.

ყირიმის ომის დროს თურქების წინააღმდეგ იბრძოდა ალექსანდროპოლის რაზმის რიგებში და თავი გამოიჩინა ყარსთან გამართულ შეტაკებაში 1855 წლის სექტემბერში. 

1863 წლიდან იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა  პოლკის ხაზინადარი და მანგლისში პოლკის ოფიცერთა კლუბის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი. 

1871 წლიდან მუშაობდა საინტენდანტო თანამდებობებზე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. ბოლო თანამდებობა - კავკასიის სამხედრო საოლქო ეგზეკუტორი.

1901 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით.

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის, წმ. ანასა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით.

გარდაიცვალა 1907 წელს.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355

https://ka.wikipedia.org/wiki /ზაქარია_დევდარიანი


გააზიარე: