The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლა დადეშქელიანი-ორბელიანი

ნიკოლა დადეშქელიანი-ორბელიანი
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1949  (76 წლის)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ/თენგიზ ჯანსუღის ძე დადეშქელიანის მრავალშვილიანი, დიდი ოჯახიდან, სადაც ხუთი ვაჟი აღიზარდა, დღეს ერთადერთი მემკვიდრეა დარჩენილი - ნიკოლა, რომელიც წინაპართა ორი დიდებული საგვარეულოს პატივსაცემად, დადეშქელიანი-ორბელიანის გვარსა და თავადის ტიტულს ატარებს.

ნიკოლა დადეშქელიანი-ორბელიანი დაიბადა 1949 წლის 8 აპრილს, ნიცაში. მისი მშობლები იყვნენ ირენ-გულნარა  თენგიზის ასული დადეშქელიანი (1924- 1996) და ილამაზ ოთარის ძე დადეშქელიანი (1896-1967).

ნიკოლა არის ჟურნალისტი, სცენარისტი, გრაფიკოსი, სკულპტორი. რწმენით მართლმადიდებელი. იგი საფრანგეთის მოქალაქეა. კოლეჯი ლონდონში დაამთავრა. ამჟამად პარიზში ცხოვრობს და დროდადრო სტუმრობს საქართველოს. 

ნიკოლას ბაბუა, თენგიზ/ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადეშქელიანი  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 1921 წლის მარტში წავიდა ემიგრაციაში, დედასთან, ბაბილინა ერისთავთან, საცოლესთან,  მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანთან და დასთან, კატი დადეშქელიანთან ერთად.  დროებით გაჩერდნენ კონსტანტინეპოლში, სადაც ბაბილინა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოჯახი მხოლოდ 1922 წელს ჩავიდა საფრანგეთში, ქ. ნიცაში, სადაც ცხოვრობდა თენგიზის მეორე და - ნინა დადეშქელიანი.

ალექსანდრე-ციოყ დადეშქელიანისა და მისი მეუღლის ბაბილინა ერისთავის ოჯახის ისტორია უცხოეთში გადახვეწამდე მოთხრობილი აქვს კატი დადეშქელიანს მის ავტობიოგრაფიულ წიგნში „თავადის ქალი მუნდირში“. კატი მამაკაცად გადაცმული, ჯემალ დადეშქელიანის სახელით იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში.  

რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი იყო თენგიზ დადეშქელიანიც, სამეფო კარის პაჟი, 204 სმ სიმაღლის გოლიათი. იგი საფრანგეთში ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, ხან ტაქსისი მძღოლობას იწყებდა, ხან ცხენებს უვლიდა, ხანაც მონაკოში მაწონს უშვებდა და ყიდდა. მოგვიანებით ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრა, იქაური ქვეშევრდომობა მიიღო და წლების მანძილზე ადვოკატად მუშაობდა.   

და-ძმისგან განსხვავებით ნინა დადეშქელიანს (1892-1931) საომარ ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი პეტროგრადში სამხედრო ცენზურაში მსახურობდა, 1919 წლიდან კი საფრანგეთში იმყოფებოდა და პარიზში კონცერტებს მართავდა.  გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალეს იქვე პასის სასაფლაოზე. 1948 წელს კი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ, პარიზის რეგიონის ქ. სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე გადაასვენეს.

ირენ-გულნარა სიცოცხლის ბოლომდე ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა პარიზში  და პიკასოს ასლების ხატვით იყო გატაცებული.

თენგიზ დადეშქელიანი ევროპაში 1961 წელს დაბრუნდა უკურნებელი სენით (ღვიძლის ციროზი) დაავადებული და სულ რაღაც ერთ თვეში, 1961 წლის 4 ოქტომბერს, კატისა და ქართველი მეგობრების სიყვარულით გარემოცული, გარდაიცვალა პარიზთან ახლოს, ქალაქ არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, დასთან კატისთან ერთად.

წყარო: 

დადეშკელიანი ნიკოლოზ. წინასიტყვაობა //დადეშქელიანი კატი. თავადის ქალი მუნდირში. - თბილისი, 2022. - გვ.9-13.

ტომარაძე ქეთევან. მამაცი და გონიერი, უიღბლო და მშვენიერი კატი: ნარკვევი // დადეშქელიანი კატი. თავადის ქალი მუნდირში. - თბილისი, 2021. - გვ.245-423.


გააზიარე: