The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ავალიანი

დიმიტრი ავალიანი
Date of birth:6 August, 1938
Date of death:19 December, 2003  (at 65 years)
Category:Poet

Biography

ქართული წარმოშობის რუსი პოეტი და პალინდრომისტი დიმიტრი ავალიანი დაიბადა 1938 წლის 6 აგვისტოს, მოსკოვში, წიგნის გრაფიკოსის ევგენი ავალიანის ოჯახში.

1960-იანების დასაწყისში დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) გეოგრაფიული ფაკულტეტი, სპეციალობით „სსრკ ეკონომიკური გეოგრაფია“.

დიდი ხნის განმავლობაში პროფესიით მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, ბეხტერევის დაავადების გამწვავების შედეგად, იძულებული გახდა დარაჯად ემუშავა.

დიმიტრი ავალიანი ითვლება თანამედროვე რუსული პალინდრომის ფუძემდებლად. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რუსული ვიზუალური პოეზიის განვითარებაში. მან გამოიგონა და სრულყოფილებამდე აიყვანა თავისებური პოეტური ფორმა, „ლისტოვერტენი“ (листовертень). ეს არის, როგორც წესი, მცირე ზომის ტექსტი (ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე სიტყვა), რომელიც 90 ან 180 გრადუსით შემობრუნებისას იკითხება როგორც სხვა ტექსტი, ზოგ შემთხვევაში კი იმავენაირად, ან ორი წაკითხვის ფორმა ერთიანობაში ქმნის რითმას.

ასევე, დ. ავალიანმა განავითარა პანტორითმა და ანაგრამა. დაინტერესებული იყო რითმებისა და ლექსწყობის განსაკუთრებით რთული სახეებით.

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში დ. ავალიანი შეუერთდა იოფე-საბუროვის მოსკოვის ლიტერატურულ ჯგუფს, რომელიც არსებობდა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში. პოეტთა ამ საზოგადოებაში გაერთიანებულები იყვნენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხელოვანები, რომელთაც აკავშირებდა  შემოქმედებითი პოზიციების სიახლოვე.

დ. ავალიანი გახლდათ 1969 წელს შედგენილი თვითგამოცემული ჟურნალის „ლიტერატურული მოამბის“ («Литературный вестник») ერთადერთი ნომრის ერთ-ერთი ავტორთაგანი, აიზენბერგთან, იოფესთან, მაკოვსკისთან, საბუროვთან და შლენოვთან ერთად.

1992 წლამდე მისი ლექსები არ გამოქვეყნებულა. 1995 წლიდან 2000 წლამდე კი გამოიცა მისი პოეზიის ოთხი კრებული და სხვა ექსპერიმენტული ტექსტები.

დიმიტრი ავალიანი ტრაგიკულად დაიღუპა 2003 წლის 19 დეკემბერს.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/Авалиани,_Дмитрий_Евгеньевич

https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_ავალიანი


Share: